როცა მელაშვილი მსჯავრდებულია ქართული მიწების გასხვისების მცდელობაში, უნდა მოერიდოს იქ ჩასვლას – ანდრია ჯაღმაიძე
პოლიტიკა - 18:28, 05 May, 2021     994

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე გარეჯში ჟურნალისტებსა და მელაშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა, მას "დაგეგმილი პროვოკაცია", უწოდა. "ტვ პირველთან" საუბრისას ჯაღმაიძე აღნშნავს, რომ გარეჯში დღესასწაულს აღნიშვნისას და ხალხმრავლობისას ივერი მელაშვილი არ უნდა გამოჩენილიყო.

„გუშინდელი ინციდენტი საერთო ფონზე შემდეგნაირად იკითხება, ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია, რადგანაც დავით გარეჯში განსაკუთრებულად აღიქვამენ პრობლემას, როდესაც „მთავარი არხი“ გარეჯის ბერებს გრუს აგენტებად აცხადებს და ივერი მილაშვილს ეროვნულ გმირად, ეს განსაკუთრებულად ძაბავს იქ სიტუაციას. და გუშინდელ დღეს, როდესაც იყო ხსენება გარეჯელი მამებისა იმ კელიებში სადაც ჩვენი გარეჯელი მამები მსახურობენ ვერ გადადიან სასულიერო პირები აი იმ დღეს დაიგეგმა მელაშვილის გარეჯში ჩასვლა.

როცა მელაშვილი მსჯავრდებულია ქართული მიწების გასხვისების მცდელობაში, უნდა მოერიდოს იქ ჩასვლას. მთლიანობაში გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციად იკითხება, ძალადობას ვემიჯნებით. მამები ამას თავად გააცნობიერებენ და შეინანებენ.

არ არის გამართლებული ძალადობა, გარეჯში მაცხოვრებელი მამაოები ამას მძაფრად აღიქვამენ. გუშინდელ საქმეზე მას არ ვემადლიერებით. ეს არის გადაცდომა, რაც მამაოებმა გააკეთეს, ამაზე იმსჯელებენ ის ორგანოები, ვისაც ევალება. სანამ კადრებს ვნახავდით, იყო მსჯელობა, რომ მელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერას აუკრეს ხელი. ის, რომ მელაშვილი ცემეს, არ ჩანს კადრებიდან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42