აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს - პაატა იმნაძე
COVID-19 - 22:46, 05 May, 2021     1150

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა, რომ დღევანდელი დღის მაჩვენებელი, 2 ათასზე მეტი ინფიცირებული, აღდგომამდე გამართულმა ქეიფებმა მოიტანა, ხოლო აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს.


მისი თქმით, როგორც მოსალოდნელია, ვითარება სამწუხაროდ გაუარესდება და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.


იმნაძის განმარტებითვე, იმისთვის, რომ ქვეყანაში ნოემბერში არსებული ეპიდვითარება არ განმეორდეს, აუცილებელია, არსებული რეგულაციების დაცვა.


„საერთოდ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ხომ შეგვიძლია საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. ყველას გვახსოვს, რა მოგვივიდა ნოემბერში და რატომ მოგვივიდა, ისიც ხომ გვახსოვს. დღეს თუ მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი, გავუძვრებით სიტუაციას.


დღეს ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა პირბადის ტარება და ხალხმრავალ ქეიფებისთვის თავის არიდება. ეს არის იმის საფუძველი, რომ როგორმე გავუძვრეთ ამ მატებას“. – განაცხადა პაატა იმნაძემ „აჭარის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან
“ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია
ბოლნისში მომხდარი მკვლელობა - პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა
თამარ ჟვანია პარლამენტში მივიდა - ცესკო-ს თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ
ოპოზიციას თუ ღირსება აქვს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - კობახიძე
უარი აცრაზე და ვაქცინის გარეშე დარჩენილი საზოგადოება - ხმაური და დაპირისპირება რესპუბლიკურ საავადმყოფოში
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42