მე არ ვისვენებ, მე "ზაგარი“ მივიღე უკვე, თვითონ იბოდიალეს 6 თვე - ზარქუა გიორგი ვაშაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 00:05, 06 May, 2021     864

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ისვენებს და ყველა „მაისკი პრაზდნიკებზეა“, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, საქმის კეთება რეალურად ვის სურს, ეს ოპოზიციის ნაწილის ქმედებებიდან ნათლად სჩანს.

„მე არ ვისვენებ, მე „ზაგარი“ მივიღე უკვე. რაღაც ნაწილი მოვისმინე და საოცარი იყო, ადამიანს უნდა მუშაობა და ჩვენ არ ვამუშავებთ. ეს იაფფასიანი თემაა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რადგან საზოგადოებამ იცის, ამნისტიაზე ვინც მუშაობდა – ანრი ოხანაშვილი, ირაკლი კობახიძე და ზაზა პაპუაშვილი არიან, ისინი გერმანიაში იმყოფებიან და ერთ-ერთ მთავარ სატრატეგიულ პარტნიორთან აქვთ შეხვედრები. მობრძანდეს, გუშინაც პარლამენტში ვიყავი, პენსიონერების თემაზე ვმუშაობ, მათ შორის, ეროვნულ ბანკთან, სამინისტროსთან, ხვალ შეხვედრა მაქვს ჩანიშნული ქალბატონ ტყეშელაშვილთან. ვინ დაუშალა? ასეთი იაფფასიანი ტრიუკებია.

მე მაქვს „ზაგარი“, მერე? მთავარია, ვისაც რეალურად უნდა მუშაობა, გამოჩნდა. 6 თვე იბოდიალეს, სხვა ვერაფერს დავარქმევ ამას, გულზე მჯიღის დადება და რაღაც იყო, ახლა ყველანი პარლამენტში სხედან და ახლა ერთმანეთს ებრძვიან, ასე სამარცხვინო თემებია, რაც ხდება“. – განაცხადა ზარქუამ “პალიტრანიუსის” ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან
“ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია
ბოლნისში მომხდარი მკვლელობა - პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა
თამარ ჟვანია პარლამენტში მივიდა - ცესკო-ს თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42