ყვარელში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
კრიმინალი - 11:49, 06 May, 2021     603

ყვარელში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 39 წლის მამაკაცს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი.ყ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი - 1982 წელს დაბადებული მ.პ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ი.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს მეორე დოზით აიცრა
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - პუტინი
ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა
12 ივნისს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი“ გაიმართება
ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას
სელფის გადაღების დროს 21 წლის გოგონა “Москва-Сити”-ის 86-ე სართულიდან გადმოვარდა
რატომ არ დაუშვეს 3 რუსი სპორტული ჟურნალისტი EURO-2020-ზე
"დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ" - გოგი წულაიას ზარი ციხიდან
"სალოცავის გვერდზე ვიყავით... იქ მოვიდნენ ჩვენიაო - რას ყვება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გერონტი პაპიტაშვილი
სროლა ჯორჯიაში - დაჭრილებს შორის 2 და 13 წლის ბავშვები არიან
ქუთაისის ნაწილს დენი არ მიეწოდება - პარალიზებულია მერია, სავაჭრო ობიექტები, გამორთულია შუქნიშნები
წინამძღვრიშვილზე, კომენდანტის საათის დროს, ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა
ღამით, პეტრიაშვილზე, ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ფიზიკური დაპირისპირება დმანისში - დაკავებულია 4 პირი
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42