"გარუჯვისას კანი სქელდება...კანის კიბოს რისკი ღია ფერის კანის ადამიანებში მეტია" - ზაზა თელია რუჯზე და კანის კიბოსთან დაკავშირებულ მითებზე
ეს საინტერესოა - 12:20, 06 May, 2021     319
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ფეისბუკზე პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც კა­ნის კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­თებ­ზე წერს და ყუ­რა­დღე­ბას ამახვილებს რუჯის მიღების წესებზე.

"კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები რომლის დაჯერებაც უნდა შეწყვიტო მითი 1მე არ მაქვს კანის კიბოს განვითარების მომატებული რისკი ზამთრის თვეებში ან ღრუბლიან ამინდში როდესაც მზე ძლიერ არ ანათებსფაქტი - მზის ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს ღრუბლის გავლით დედამიწის ზედაპირამდე, ასევე შუშის გავლით შენობებში, შესაბამისად მზის დამცავის გამოყენება რეკომენდებულია მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად კანის კიბოს განვითარების რისკის შესაცირებლად.მაგალითად - აშშ-ში კანის კიბო წარმოადგენს ყველაზე ხშირ სიმსივნეს და ყოველი 5 ამერიკელიდან ერთს უვითარდება კანის კიბო როდესაც ისინი აღწევენ 70 წლის ასაკს. მითი 2 დაზიანება უკვე მიღებულია. ახალგაზრდობაში არასწორად ვიქცეოდი, არ ვიცავდი თავს მზისგან, ვირუჯებოდი. ახლა ვეღარ მოვახდენ ზეგავლენას ჩემი კანის კიბოს განვითარების რისკზე.ფაქტი - იმის მიუხედავად რომ მზის დაზიანების შემთხვევების უმეტესობა გვხვდება ბავშვებში, დღეისათვის ცნობილია რომ მთლიანი ცხოვრების განმავლობაში მიღებული მზის დაზიანების მხოლოდ 20% გვხვდება 22 წლამდე ასაკში.ყოველი ათწლეულის განმავლობაში შენ იღებ დაზიანების დამატებით 10%-ს.შესაბამისად არასდროს არ არის გვიანი დაიწყო მზისგან დაცვა, იმისათვის რომ შეამცირო კანის კიბოს განვითარების რისკის კუმულაციური (დაგროვებითი) მაჩვენებელი. მითი 3 დღეს დილით მე გამოვიყენე SPF50, ამიტომ შემიძლია უსაფრთხოდ მივიღო რუჯიფაქტი - არ არსებობს "უსაფრთხო გარუჯვის" ცნება.გარუჯვისას შენი კანი სქელდება და მუქდება იმისათვის რომ დაიცვას ორგანიზმი დამატებითი დაზიანებისგან. რუჯის არსებობა უკეთესია ვიდრე დამწვრობა, თუმცა გარუჯული კანი უკვე ნიშნავს დაზიანებულ კანს.ასევე ადამიანთა 50%-ზე ნაკლები იყენებს მზისდამცავს სწორად და სწორი რაოდენობით ადექვატური დაცვისათვის.ადამიანს სჭირდება დაახლოებით 28 გრამი (გოლფის ბურთის ზომა) მზისდამცავი თავიდან ფეხებამდე წასასმელად 20 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ, იგივე რაოდენობის გამოყენება ყოველ 2 საათში ინტენსიურ მზეზე ყოფნისას, ასევე ცურვის და შხაპის მიღების შემდგომ.იმის მიუხედავად რომ მზის დამცავის გამოყენება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ის არ წარმოადგენს მზეზე წოლის "ლიცენზიას". მზის დამცავი გამოყენებულ უნდა იქნას ქუდთან, სათვალესთან, ტანსაცმელთან ერთად რომელიც ფარავს კანის დიდ ნაწილს (თუ ტანსაცმლით კანი მუდმივად დაფარულია, ამ კანის ფართობზე მზისდამცავის გამოყენება არ არის საჭირო). მითი 4მე არ უნდა გამოვიყენო მზის დამცავი რადგან ის D ვიტამინის გამომუშავებას უშლის ხელს.ფაქტი - სულ მცირე რამოდენიმე წუთის განმავლობაში არის საჭირო მზის სხივების ზემოქმედება კანის სულ მცირე ნაწილზე (მაგალითად სახე) ადექვატური რაოდენობის D ვიტამინის მისაღებად.მზისდამცავის გამოყენება არ აფერხებს D ვიტამინის სინთეზს.https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/bjd.17888https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31069787/მზის ულტრაიისფერი სხივებით მიღებული რისკები საგანგაშოა - გააჩნია კანცეროგენული ეფექტი დნმ-ის დაზიანების ხარჯზე რომელიც იწვევს კიბოს განვითარებას, ნაოჭების განვითარებᲘს ეფექტი, ლაქების და სიწითლის განვითარების ეფექტი, ასევე კანის და კანქვეშა ქსოვილებში გავლით აღწევს ვისცერალურ ორგანოებამდე და იწვევს მათ დაზიანებასაც. მითი 5მუქი კანის მქონე ადამიანები არ არიან კანის კიბოს განვითარების რისკის ქვეშფაქტი - მიუხედავად იმისა რომ კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მეტია ღია ფერის კანის ადამიანებში, ღია ფერის თმის მქონე ადამიანებში, ასევე ადამიანებში რომლებსაც უვითარდებათ ჭორფლები, არცერთი ეთნოსის ადამიანს არ აქვს "იმუნიტეტი" კანის კიბოს წინააღმდეგ. შესაბამისად ყველა ტიპის კანის მქონე ადამიანს სჭირდება მზისგან დაცვის ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება. მითი 6სოლარიუმი უფრო უსაფრთხოა ვიდრე მზის ბუნებრივი სხივებიფაქტი - ულტრაიისფერი სხივების რაოდენობა სოლარიუმის შემთხვევაში 10-ჯერ აღემატება მზის ბუნებრივ ულტრაიიაფერი სხივების რაოდენობას დღის პიკის საათებში. მითი 7სამაკიაჟო პროდუქტი SPF-ის შემცველობით ახდენს ადექვატურ მზისგან დაცვის საშუალებას.ფაქტი - არა, მზისდამცავის გამოყენებᲐ უმდა მოხდეს მაკიაჟის წასმამდე ადექვატური დაცვის მისაღებად, ეს იმიტომ რომ სამაკიაჟო საშუალებაში შემავალი SPF-ის ოდენობა არასდროს არ არის საკმარისი ადექვატური დაცვისათვის. მითი 8თუ მინდა რომ ნევუსზე (ხალი) შევიმოწმო თავი აუცილებელია მისი ქირურგიული გზით მოცილება.ფაქტი - საეჭვო ნევუსების დათვალიერება შესაძლებელია ეფექტურად და უსაფრთხოდ მოხდეს დერმატოსკოპის გამოყენებით დერმატოლოგის მიერ.ასევე რეკომენდებულია ადამიანმა წელიწადში ერთხელ მოახდინოს სხეულის კანის ყველა ნაწილის თვით დათვალიერება სარკეში, შესაძლებელია დავიხმაროთ ოჯახის წევრი ჩვენთვის ძნელი თვალთახედვის ადგილებში მდებარე ხალების შესამოწმებლად. ოჯახის წევრი უნდა იყოს ყოველთვის ერთიდაიგივე იმისათვის რომ მან დააფიქსიროს ხალის ცვლილება ABCDE წესის შესაბამისად. "მზისდამცავის არჩევის წესები:https://m.facebook.com/story.php?story_fbid=442132706965114&id=100035051660399





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ორი წელი წელი "გავრილოვის“ სისხლიანი ღამიდან - სამოქალაქო პროტესტი ოკუპანტს და ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს (ფოტორეპორტაჟი)
მკვლელობა ბოლნისში - მამაკაცს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ბულინგი ბაღებში - უსახსრობის გამო აღსაზრდელი ფოტოს გარეშე დარჩა
"6 წელი სამართალი ვერ ვიპოვნეთ" - სასულიერო პირს, რომელმაც ახალაშენებული კორპუსის 3 სართული მიიღო ხალხი თაღლითობაში ადანაშაულებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
"მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა..მცემდენ ყოველ მე-3 დღეს ლოგინის საფეხურით" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი
“მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი,სუსი, თუ პრეტენზია გქონდა სააკაშვილთან, გირგვლიანის საქმის დროს გეთქვა, ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს!” – თაკო ჩარკვიანი
ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 20 შემთხვევაა - გამყრელიძე
ხელიდან ვერ გაუშვებთ – 30%–იანი ქეშბექი მხოლოდ 20 ივნისს, Midea-სგან
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს
"სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ" - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
7 წლის ბავშვის წამება - საქალაქომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა
“გოგოების “მოხსნა“ უნდოდა... ორი ტყვია ესროლა ბიჭებს... არა, ბიჯო და, მოსკოვს დაეკითხებოდა“ - სისხლიანი ანგარიშსწორება ოკუპირებულ ბიჭვინთაში
საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42