ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მედიასაშუალებებიც ჩაერთვებიან - მისივე თქმით, მედიასაშუალების წარმომადგენლებს სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება ექნებათ.
"მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება. ჩვენ მოგცემთ თქვენ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და ასევე, განსაკუთრებულ პირობებსაც იმისთვის, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და უკვე მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს და ასევე, მოგმართავთ უკვე ოფიციალური წერილით, რის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ იმ დადასტურებულ სიებს, რის მიხედვითაც, ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები