გერმანიის მთავრობამ "ასტრაზენეკას" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა და ქვეყანაში ვაქცინა უახლოეს მომავალში ყველა ზრდასრული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
გერმანიაში ამჟამად "ასტრაზენეკას" ვაქცინით მხოლოდ 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებს ცრიან.
ამასთან, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, მოქალაქეებს მეორე დოზის მისაღებად 12-კვირიანი ლოდინი აღარ დასჭირდებათ და მისი გაკეთება ოთხ კვირაში იქნება შესაძლებელი.
შპანმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ზაფხულში ვაქცინებს 12-18 წლის ასაკის მოზარდებსაც შესთავაზებენ მას შემდეგ, რაც ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი ვაქცინების აღნიშნული ასაკის პირებში გამოყენების ნებართვას გასცემს.
ბოლო მონაცემებით, გერმანიას სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 8.6%-ია, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა კი 30%-ს აქვს გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები