რატომ აითვალწუნეს რიონის ე.წ. მცველებმა რიონში დაკარგული ნიკა ანთიძე და პროტესტანტების "მარაზმში გადასული" განცხადებები
საზოგადოება - 10:12, 07 May, 2021     2143

"მთავრობის შემოგზავნილი" - ასე მოიხსენიებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონში დაკარგულ 27 წლის ნიკა ანთიძეს, მაშინ, როდესაც, ადვოკატის მტკიცებით, ანთიძის მიერ სახლში დატოვებულ წერილში ხაზგასმითაა ნახსენები,

რომ ის ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო და ამის გამო მთავრობას აკრიტიკებდა.

რისი არიდება უნდათ თავიდან რიონის ხეობის ე.წ. მცველებს, როდესაც მათ 27 წლის მამაკაცის მდინარეში დაკარგვაში ეჭვი ეპარებათ და გარდაცვალების დამამტკიცებელ ცნობად "ცხედარს" ითხოვენ.

აი, რას ამბობს რიონის ხეობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე,ნუგზარ გოდოლაძე:

"მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ესენი ამბობენ დაიღუპაო, მაგრამ შეიძლება დღეს ცოცხალიცაა. სანამ არ აღმოჩნდება გვამი და ეს გვამი არ იქნება წარდგენილი ექსპერტიზაზე და არ ამოიცნობენ და არ დადასტურდება, რომ ნიკოლოზ ანთიძეს ეკუთვნის ეს გვამი, მანამდე ჩვენ დაღუპულად არ ვთვლით".

მაკა სულაძე ნიკა ანთიძეს, ფაქტობრივად, პირდაპირ უწოდეს შემოგზავნილს და ამბობს, რომ ის კარვების დასაშლელად შეაგზავნეს მათთან:

"ჯერ კდიევ გონს არ ვიყავით მოსული, ვარკვევდით ვინ იყო ეს ადამიანი, რომელიც წყალში ჩავარდა, რომ უკვე ინფორმაცია გავრცელდა, რომ კარვებში ქეიფობდნენ და ერთ-ერთი ნასვამი ადამიანი წყალში გადახტა და ამის შემდეგ ძალიან მენიშნა, უკვე მეორე დღეს კარვების დაშლის მიზეზი, რომელიც ვკითხე ბატონ სულხან თამაზაშვილს თქვა, რომ აქ უსაფრთხო აღაარაა აქ თქვენი ყოფნა, რადგან ასეთი შემთხვევები ხდება, ადამიანები წყალში ხტებიან და კარვის დაშლის დროს იყო ძალიან შოკისმომგვრელი გახსნილი არყის ბოტლის ჩადება, ჭიქებში ჩასხმული, ლუდი იდგა მაგიდაზე".

"ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი მაგათი მხრიდან.მათ ჰგონიათ რომ კარგად დადგეს. ამას მიმტკიცებს ისიც, რომ მეორე დღესვე მოხდა ჩვენი კარვების დაშლა და ჩვენი იქიდან გამოყვანა. ამას ისიც ემატება რომ ჩვენი საპოლიციო ძალები, უშუალოდ სულხან თამაზაშვილი იყო მოსული... თქვენ გიცავთ, რომ მდინარე არის მაქსიმალურ ზღვარზე აწეული და კარვები უნდა დაიშალოს და კიდევ რომ ვინმე არ გადახტეს და არ დაიღუპოსო, ესეც იყო მათგან ნათქვამი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. თუ ადამიანის მიმართ ხორცილედება სამძებრო სამუშაოები, მითუმეტეს წყალში არის ადამიანი დამხვრჩვალი, იმ პერიმეტრზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძიმე ტექნიკის მუშაობა, რომელიც ამ კლდის ნამტვრევებს ყრის მდინარეში. შეიძლება იმ ადგილზეა ზუსტად, მე თუ ვფიქრობ ამას, მაშველებენ რატომ ვერ ხვდებიან". - აცხადებს ნუგზარ გოდოლაძე.

რიონის ხეობის წევრების განცხადებებს ასე პასუხობს გურამ კაპანაძე, რომელიც ასევე, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ბანაკშია. გურამი, შიდა სკანდალურ ფაქტებს ჰფენს ნათელს:

"ყველა, ვინც ჩემი უახლოესი ადამიანის, გარდაცვლილი ნიკოლოზ ანთიძის სახელს პირადი მიზნებისთვის იყენებთ, უზნეოები ხართ! რატომ მალავთ იმ ამბავს, რასაც ახლა დავწერ? რატომ გამოაქვეყნეთ მხოლოდ ის წერილი, რომელიც პირად შეტყობინებაში დაწერა?! ნიკოლოზი, ჩვენს დახურულ ფეისბუქ ჯგუფში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებდა. ის წერდა, რომ ჰესის ირგვლივ ატეხილ ამბავში ორი ქვეყნის ინტერესი იკვეთებოდა, ერთი მხრივ თურქეთის, მეორე მხრივ - რუსეთის, რომლის ინტერესებსაც რიონის მცველები ატარებდნენ. სწორედ ამის გამო აითვალწუნეს რიონის მცველებმა ნიკოლოზი და ერთ-ერთ ინტერვიუში მისი მისამართით უამრავი ტალახი ისროლეს, როცა ჯერ კიდევ უცნობი იყო ცოცხალი იყო თუ არა ნიკოლოზი. ეს პროტესტი უკვე მარაზმში გადაიზარდა. ვითომ აქტივისტი მზად არიან ყველა გაწირონ, ვინც მათ არ ეთანხმება!"- წერს გურამ კაპანაძე.

საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად ადამიანის სიცოცხლით ასე თამაში და რიონში დაკარგული ადამიანის შემოგზავნილად გამოცხადება საკუთარი პასუხისმგებლობის მოსახსნელად - აი, ამას ემსგავსება რიონის ხეობის ე.წ მცველების აბსურდული განცხადებები.

მოღალატედ გამოიყვანო ადამიანი, რომელსაც თავის დაცვაც კი არ შეუძლია, რადგან დიდი ალბათობით ცოცხალი არ არის, გმირული საქციელი ნამდვილად არ არის.

რატომღაც, ერთ დროს ხალხისგან გმირებად წოდებულებს, ტონიც შეეცვალაც, ხმაც, განცხადებებიც და ამბიციებიც. მეტიც, ადამიანის გარდაცვალების "გამყალბებლებლადაც" კი გვევლინებიან. საინტერესოა, ვის სჭირდება ეს კარგად დადგმული სპექტაკლი?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ორი წელი წელი "გავრილოვის“ სისხლიანი ღამიდან - სამოქალაქო პროტესტი ოკუპანტს და ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს (ფოტორეპორტაჟი)
მკვლელობა ბოლნისში - მამაკაცს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ბულინგი ბაღებში - უსახსრობის გამო აღსაზრდელი ფოტოს გარეშე დარჩა
"6 წელი სამართალი ვერ ვიპოვნეთ" - სასულიერო პირს, რომელმაც ახალაშენებული კორპუსის 3 სართული მიიღო ხალხი თაღლითობაში ადანაშაულებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
"მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა..მცემდენ ყოველ მე-3 დღეს ლოგინის საფეხურით" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი
“მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი,სუსი, თუ პრეტენზია გქონდა სააკაშვილთან, გირგვლიანის საქმის დროს გეთქვა, ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს!” – თაკო ჩარკვიანი
ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 20 შემთხვევაა - გამყრელიძე
ხელიდან ვერ გაუშვებთ – 30%–იანი ქეშბექი მხოლოდ 20 ივნისს, Midea-სგან
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს
"სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ" - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
7 წლის ბავშვის წამება - საქალაქომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა
“გოგოების “მოხსნა“ უნდოდა... ორი ტყვია ესროლა ბიჭებს... არა, ბიჯო და, მოსკოვს დაეკითხებოდა“ - სისხლიანი ანგარიშსწორება ოკუპირებულ ბიჭვინთაში
საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42