"წაგებულია ის, ვინც ოპოზიციის ერთობას წაგებულ თამაშს უწოდებს, ნიკა ფიქრობს გაერთიანებაზე და არა გაყოფაზე" - ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელიასთან საუბრის დეტალებზე
პოლიტიკა - 15:15, 07 May, 2021     1124
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ენმ-ს დაპატიმრებულ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა შეხვდა, რომელმაც ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პატიმრობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერთან ერთად განიხილეს.
როგორც ედპ-ს ლიდერმა აღნიშნა, ნიკა მელია აქტიურად არის ჩართული პროცესებში და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ერთობის შენარჩუნებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად მნიშვნელოვანი იარაღია:

"დავიწყოთ პირველ რიგში იქიდან, რომ ჩვენი აქ შეხვედრა, უკვე სირცხვილია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ეს სირცხვილი სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა, როდესაც ნიკა მელიას რანგის პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ამ ქვეყანას. ეს პოლიტიკური პატიმარი გამოსყიდვის გზით უნდა დაიხსნას ევროპამ, დასავლურმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ. ეს ძალიან დიდი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას ქართველი ერი კიდევ გადაიტანს იმიტომ, რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც პრინციპული ბრძოლა შეუძლიათ, როგორიცაა ნიკა მელია.


ივანიშვილის ამოცანა, რომ ნიკა იმყოფება დღეს აქ, ემსახურება იმას, რომ პოლიტიკიდან მისი იზოლაცია და გარიყვა მომხდარიყო. ნიკას შეუვალობა, პრინციპულობა და ბრძოლისუნარიანობა ივანიშვილისთვის პრობლემა იყო. ამის მიუხედავად, დღეს ნიკა მელია აქტიურად არის ჩართული პროცესებში, მას აქვს გეგმა უახლოესი პოლიტიკური ამოცანების დასაძლევად, ის წარსულს აანალიზებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე არ ფიქრობს, განიხილავს სამომავლო გეგმებს.

გვქონდა კონკრეტულ თემებზე საუბარი და ეს შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი. თუ ბიძინა ივანიშვილი კიდევ დიდი ხანი არ გაათავისუფლებს ნიკა მელიას, შევხვდებით ხოლმე არა მის კაბინეტში, არამედ ციხეში" - განაცხადა ქარდავამ.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საუბარი ეხებოდა უახლოეს პოლიტიკურ ამოცანებს და ოპოზიციის ერთობის აუცილებლობას, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც ედპ-ის ლიდერის თქმით, "ამ ხელისუფლებისთვის უნდა იქცეს რეფერენდუმად".
"მთავარი საკითხი, რაზეც ნიკამ გაამახვილა ყურადღება, ეს არის ოპოზიციის ერთობის შენარჩუნება. ერთობას ვინც წაგებულ თამაშს უწოდებს, სწორედ ის არის ამ შემთხვევაში წაგებული. ნიკა ფიქრობს ოპოზიციის გაერთიანებაზე და არა მის გაყოფაზე.

რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებში საერთო კანდიდატის წარდგენას, ნიკას პოზიცია ასეთია - ამ არჩევნებში ასარჩევია სხვადასხვა რანგის პირები - საკრებულოს წევრები, დიდი ქალაქის მერები, მარტო ერთი ქალაქის გარშემო არ მიმდინარეობს პროცესები. ის უფრო ფართოდ და ვრცალდ უყურებს ამ საკითხს" - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
"წაგებულია ის, ვინც ოპოზიციის ერთობას წაგებულ თამაშს უწოდებს, ნიკა ფიქრობს გაერთიანებაზე და არა გაყოფაზე" - ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელიასთან საუბრის დეტალებზე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42