თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბასკინ რობინსი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:43, 07 May, 2021     443

ბნელ 90-იანებში, როგორც ამ წლებს ხშირად ვუწოდებთ, ბასკინ რობინსი იყო ბრენდი, რომელმაც მომხმარებელს თავი ნათელი ფერებით, მაღალი ხარისხის და ყველასთვის საყვარელი გემოებით დაამახსოვრა.

თითქმის 30 წლის შემდეგ, ბასკინ რობინსი საქართველოში ბრუნდება და 4 ახალი ობიექტითა და ამბიციური გეგმებით, პირველი ფილიალი განახლებული ჭავჭავაძის გამზირის #17-ში ხსნის.

თავის მხრივ, თიბისი ლიზინგმა, როგორც აქტიურმა დაფინანსების ინსტრუმენტმა ბიზნესებისთვის, ბასკინ რობინსს საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ სპეციალური მაცივრები დაუფინანსა.

მოგეხსენებათ ახალი ბიზნესის დაწყება და შემდგომ მისი განვითარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართულ ბიზნესს ნებისმიერ ეტაპზე - დავუფინანსოთ საჭირო დანადგარები და ამით გამოვუთავისუფლოთ ფულადი რესურსი, რომელსაც საქმიანობის განვითარებისკენ მიმართავენ. გვიხარია რომ საქართველოს ბაზარზე ასეთი წარმატებული და ხარისხიანი ბრენდის შემოსვლის მონაწილენი გავხდით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა მსგავს წამოწყებას.

თეკლა რობაქიძე, თიბისი ლიზინგის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის უფროს

თიბისი ლიზინგი აფინანსებს ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის.

ბასკინ რობინსის წარმომადგენლის ციტატა - ლევან გოგავა, ბასკინ რობინს საქართველოს თანადამფუძნებელი

„მოხარულები ვართ რომ მაისის თვიდან გვაქვს შესაძლებლობა მომხმარებლები გავანებივროთ უმაღლესი ხარისხის ნაყინებით, რაც ვფიქრობდით რომ ძალიან აკლდა ქართულ ბაზარს. რეალურად პრემიალური ხარისხის ნაყინის შეძენა საქართველოში ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ამერიკული ბრენდი შემოგვეყვანა, რაც თავისთავად არ აღმოჩნდა მარტივი და ამისათვის საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გზა გავიარეთ. აქვე მინდა ავღნიშნო "თი ბი სი" ლიზინგის ფაქტორი აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ პროექტი წარმატებით გაგვეხორციელებინა. მათი მხრიდან შემოთავაზებული პირობები აღმოჩნდა მისაღები და საკმაოდ მცირე დორში შევძელით შეთანხმება."

ბასკინ რობინსი თბილისის მასშტაბით მხოლოდ მაისის თვეში კიდევ სამ ფილიალს გახსნის, კერძოდ: სითი მოლში , თბილისი გალერიასა და ისთ ფოინთში. სამომავლოდ, კომპანიის გუნდი გეგმავს საქართველოს მასშტაბით მინიმუმ 20 ობიექტის გახსნას თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. ეს ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას.

ამერიკული ბრენდი "ბასკინ რობინსი"1945 წელს, კალიფორნიაში, ბურტ ბასკინისა და ირვ რობინსის მიერ დაარსდა. კომპანია ნაყინების ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს და დღეისათვის, მსოფლიო მასშტაბით, 8000 კაფეს მოიცავს. ბრენდი ოპერირებს 50 ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოში.

თავდაპირველად ბასკინ რობინსი 31 სახეობის ნაყინს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც მათ ლოგოშიც აისახებოდა. რიცხვი „31" აღნიშნავდა შესაძლებლობას, მომხმარებელს თვის განმავლობაში, ყოველ დღე, ახალი გემო გაესინჯა.

დღეს კომპანიაში უკვე 1300-მდე სახეობის ნაყინი იწარმოება, მათ შორის ვეგანური. აღსანიშნავია, რომ „ბასკინ რობინსის" ნაყინები არ შეიცავს გლუტენს, პროდუქცია მზადდება ნამდვილი ნაღებისგან და არის პრემიუმ ხარისხის ნაწარმი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ორი წელი წელი "გავრილოვის“ სისხლიანი ღამიდან - სამოქალაქო პროტესტი ოკუპანტს და ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს (ფოტორეპორტაჟი)
მკვლელობა ბოლნისში - მამაკაცს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ბულინგი ბაღებში - უსახსრობის გამო აღსაზრდელი ფოტოს გარეშე დარჩა
"6 წელი სამართალი ვერ ვიპოვნეთ" - სასულიერო პირს, რომელმაც ახალაშენებული კორპუსის 3 სართული მიიღო ხალხი თაღლითობაში ადანაშაულებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
"მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა..მცემდენ ყოველ მე-3 დღეს ლოგინის საფეხურით" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი
“მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი,სუსი, თუ პრეტენზია გქონდა სააკაშვილთან, გირგვლიანის საქმის დროს გეთქვა, ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს!” – თაკო ჩარკვიანი
ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 20 შემთხვევაა - გამყრელიძე
ხელიდან ვერ გაუშვებთ – 30%–იანი ქეშბექი მხოლოდ 20 ივნისს, Midea-სგან
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს
"სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ" - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
7 წლის ბავშვის წამება - საქალაქომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა
“გოგოების “მოხსნა“ უნდოდა... ორი ტყვია ესროლა ბიჭებს... არა, ბიჯო და, მოსკოვს დაეკითხებოდა“ - სისხლიანი ანგარიშსწორება ოკუპირებულ ბიჭვინთაში
საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42