4 წლის ემილიმ ლეიკემია დაამარცხა: “1 წლის შემდეგ შინ ბრუნდება, ახლა უკვე სიხარულისგან გაფართოებული თვალებით”
სოც.მედია - 21:15, 07 May, 2021     1211

სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება. საქმე ისაა, რომ პატარა ემილი, რომელიც წელიწადია, რაც ლეიკემიას ებრძოდა, დღეს საქართველოში ბრუნდება.

მის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატარა ემილიმ ლეიკემია დაამარცხა.

„მეგობრებო, გილოცავთ გიორგობას! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ…

ზუსტად 1 წლის წინ, 6 მაისს იაშვილის კლინიკიდან რეანიმობილით წამოვედით სტამბოლში… შეშინებულები, დაბნეულები, გაურკვევლობაში, ბევრი კითხვის ნიშნით, დამძიმებული გულით, ბევრი ცრემლით, ბევრი ტკივილით….

4 წლის ემილის შეშინებული, გაფართოებული თვალები, ვერ ხვდება რა ხდება, სად მიდის, რა ელის წინ….

ერთადერთი კითხვა: დედა, როდის წავალთ სახლში?

ვერ პასუხობ, რადგან თავადაც არ იცი….

ვინც იცნობთ ემილის გეცოდინებათ როგორი საზრიანი და დაკვირვებულია, ვერ მოატყუებ და არც არასდროს მომიტყუებია….

ყოველთვის ბევრ კითხვას სვავს და სანამ პასუხს არ მიიღებს არ მოისვენებს.

ამიტომ, ავუხსენი, რომ სხეულში ბევრი ცუდი ბაქტერია ჰყავდა, ქიმია კი ელექსირი იყო, რომელიც ბაქტერიებს კლავდა და ემილის სუპერ ძალით ავსებდა.

ქიმიების დასრულების შემდეგ კი სუპერ გმირად გადაიქცეოდა, სახელიც მოვიფიქრეთ „სუპერ M“.

თითოეული გაცვენილი თმა კი, თითო მკვდარი ბაქტერია იყო. ამის გამო, ემილი დიდი სიხარულით შეხვდა თმის ცვენას, ყვიროდა ბაქტერიები კვდება, ბაქტერიები კვდებაო…

ახლა რომ ჰკითხოთ: ემილი, როგორ ხარ? გიპასუხებთ, კარგად, ყველა ბაქტერია გავანადგურეო.

ბაქტერიების გამანადგურებელი, „სუპერემი“, ზუსტად 1 წლის შემდეგ შინ ბრუნდება.

ახლა უკვე სიხარულისგან გაფართოებული თვალებით, გამომგზავრებამდე საათებს ითვლის
ზუსტად 1 წლის შემდეგ, ექიმებმა დაგვრთეს ნება და ვბრუნდებით საქართველოში.

როგორც იცით, 1 თვეა გავდივართ დაცვით თერაპიას, მედიკამენტების სახით ემილი იღებს ქიმიას, მუდმივად კონტროლდება ანალიზები და ანალიზების მიხედვით ექიმი განსაზღვრავს წამლების დოზას, სამშაბათს ზურგის ტვინში გაიკეთა პირველი ნემსი, სულ უნდა გაკეთდეს 6 ნემსი…

მადლობა უფალს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ექიმებისგან რეკომენდაციაა: ემილის იზოლაცია, რემისიის შესანარჩუნებლად მედიკამენტებით მკურნალობა გაგრძელდება 1 წელი….

დიდი მადლობა თქვენ, ყველა იმ ადამიანს, უცნობ თუ ნაცნობს, ვინც გაიზიარეთ ჩვენი განსაცდელი.

ღმერთმა, სიკეთით დაგიბრუნოთ.

ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პროკურატურას და თითოეულ მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომელს გაწეული თანადგომისთვის, თქვენი წვლილი ემილის გამოჯანმრთელებაში ძალიან დიდია.

თქვენ იყავით იმედი და ძალა, უხილავ მტერთან ბრძოლაში

პ.ს. ყველა ბავშვს და მშობელს, რომლებიც ახლა გადიხართ ამ გზას, გისურვებთ გამძლეობას, იმედი და რწმენა არასდროს დაკარგოთ, აუცილებლად კარგად იქნებით“,- წერს თათა წულაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ორი წელი წელი "გავრილოვის“ სისხლიანი ღამიდან - სამოქალაქო პროტესტი ოკუპანტს და ხელისუფლების პასუხი მოქალაქეებს (ფოტორეპორტაჟი)
მკვლელობა ბოლნისში - მამაკაცს ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ბულინგი ბაღებში - უსახსრობის გამო აღსაზრდელი ფოტოს გარეშე დარჩა
"6 წელი სამართალი ვერ ვიპოვნეთ" - სასულიერო პირს, რომელმაც ახალაშენებული კორპუსის 3 სართული მიიღო ხალხი თაღლითობაში ადანაშაულებს
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
"მამა იოანემ კაბა აიწია, გადამაჯდა და ორივე ხელით მცემა..მცემდენ ყოველ მე-3 დღეს ლოგინის საფეხურით" - რას ჰყვება ფერიის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი
“მანჯგალაძე სუსი არ გავიგო შენი,სუსი, თუ პრეტენზია გქონდა სააკაშვილთან, გირგვლიანის საქმის დროს გეთქვა, ხმა რომ არ ამოგიღიათ არასდროს!” – თაკო ჩარკვიანი
ე.წ. ინდური შტამის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 20 შემთხვევაა - გამყრელიძე
ხელიდან ვერ გაუშვებთ – 30%–იანი ქეშბექი მხოლოდ 20 ივნისს, Midea-სგან
ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დისკუსიისთვის - სოციალური კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიმართავს
"სანამ სული მიდგას, უკან არ დავიხევ" - ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
7 წლის ბავშვის წამება - საქალაქომ მშობელს ბავშვი ჩამოაშორა
“გოგოების “მოხსნა“ უნდოდა... ორი ტყვია ესროლა ბიჭებს... არა, ბიჯო და, მოსკოვს დაეკითხებოდა“ - სისხლიანი ანგარიშსწორება ოკუპირებულ ბიჭვინთაში
საბერძნეთში, 70 წლის მოხუცი ცოლ-ქმრის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველის საქმეზე საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42