"ნუ ავრცელებთ ფეიკ ნიუსებს" - "ნავალნის ფონდი" საქართველოში გადმოსვლის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
მსოფლიო - 00:40, 08 May, 2021     1100

რუსული ინტერნეტპორტალ РБК-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის" ნაწილის საქართველოში გადმოსვლის შესახებ, ფონდის წარმომადგენელი ფეიკნიუსს უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილმაც აიტაცა.

РБК "წყაროზე" დაყრდნობით აცხადებდა, რომ ფონდის ხელმძღვანელობის ერთი ნაწილი საქართველოში ჩამოსვლასა და იქიდან სტუდია "Навальный LIVE"-ის ლაივსტრიმების გაშვებას აპირებს. გამოცემის ინფორმაციით, მათ უკვე ჩამოტანილი აქვთ ძვირადღირებული აპარატურა.
აღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო ფინდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა და ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ლეონიდ ვოლკოვმა.

"ეს ფეიკ ნიუსია, ნუ ავრცელებთ ფეიკ ნიუსს", - აცხადებენ ისინი, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ფონდის რამდენიმე თანამშრომელი უბრალოდ დასასვენებლად იყვნენ საქართველოში.

როგორც ცნობილია, აპრილის შუა რიცხვებში ნავალნის შტაბები და კორუფციასთან ბრძოლის ფონდი პროკურატურამ გაჩხრიკა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, "ნავალნის შტაბებისა" და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიზანი "ფერადი რევოლუციისა" და ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკური სიტუაციის "დესტაბილიზაციის გზით" რუსეთს საკონსტიტუციო მოწყობის საფუძვლების შეცვლაა.ასევე გენერალური პროკურატურა თვლის, რომ ამ სტრუქტურებით მოქმედებენ საერთაშორისო ორგანიზაციები რომელთა საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღიარებულია, როგორც არასასურველი.

აპრილის ბოლოს "ნავალნის შტაბების" საქმიანობა ექსტრემისტულად და ტერორისტულად გამოცხადდა. ის რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა შესაბამის ნუსხაში შეიტანა.

ამის შემდეგ ნავალნის ფონდმა მისი საქმიანობის შეჩერებაზე გააკეთა განაცხადი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42