ადამიანის უფლებათა ცენტრი: 10 დარღვევა და 2 ექიმის პასუხისმგებლობა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა
COVID-19 - 12:11, 08 May, 2021     1159
ორგანიზაცია " ადამიანის უფლებათა ცენტრ" კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები.


ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თეკლა თორდიას საქმეზე რეაგირების მიზნით თბილისის პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ.

„ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება. რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინსიტრომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე - თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს“ ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად და ობიექტურად გამოიკვლიოს კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმე და ყველა კითხვაზე ოჯახს მიაწოდოს დროული და ამომწურავი პასუხი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს პროკურატურას, ობიექტურად და დროულად განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42