5 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს მარაგების პროგრამა?
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:12, 08 May, 2021     603

თუ ეს ესაა გახსენით მაღაზია და თქვენი ბიზნესი ახლა იდგამს ფეხს, მაშინ თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამის არსებობა, რომელიც მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ახალი საქმის შესახებ და მოგცემს რჩევებს წარმატებისთვის.

მარაგების სწორად მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ბიზნესის წარმატებას განაპირობებს. მისი უხარვეზოდ აღრიცხვა კი საკმაოდ რთული პროცესია.

შეცდომებისა და გადაცდომების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ეს საქმე ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ციფრული ინსტრუმენტს - ოპტიმოს მიანდოთ, რომელიც მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე.

როგორ დაგეხმარებათ ოპტიმო მარაგების უხარვეზოდ მართვაში? იხილეთ 5 ფაქტორი, რის გამოც აუცილებელია მაღაზიის ზემოთხსენებული პროგრამის გამოყენება.

მარაგების აღრიცხვა ხარვეზების გარეშე

XXI საუკუნეში მარაგების ფურცელზე აღრიცხვა რომ მოძველებული მეთოდია და ვერ იძლევა სწორ ინფორმაციას დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ეს ცხადზე ცხადია. თუმცა, ექსელის ფაილებში ინფორმაციის ხელით შეყვანაც არაა საუკეთესო გამოსავალი, რადგან არსებობს შეცდომის ალბათობა და ერთი ციფრის არასწორად ჩაწერის შემთხვევაში, სრულად ირევა მონაცემთა ბაზა. მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად საუკეთესო გზა ოპტიმოა, რადგან Optimo-ში მარაგების მართვა და აღრიცხვა პროგრამულად ხდება და აქ შეცდომა გამორიცხულია, თანაც დღის ნავაჭრის დათვლა მხოლოდ 1 კლიკით შეგიძლიათ რაც დაგაზოგინებთ ბევრ დროსა და ენერგიას.

მარაგების მართვა მარტივად

იმისათვის, რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი რომელიმე პროდუქტზე და დროულად იქნეს შევსებული მარაგი, ოპტიმო იძლევა ინფორმაციას, იმის შესახებ თუ თუ რა რაოდენობის პროდუქციაა დარჩენილი მარაგში და კონკრეტულად რომელი სახეობის შევსებაა საჭირო. ინვენტარიზაციის მოდული კი დაგეხმარება პერიოდულად აღწერო მარაგები კატეგორიის, მომწოდებლის და პროდუქტის მიხედვით

სტატისტიკა და ანალიტიკა ყველაზე გაყიდვადი და ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქტის შესახებ

ოპტიმოს სტატისტიკების მიხედვით შესაძლებელია, გაირკვეს, რომელია ყველაზე მოთხოვნადი/გაყიდვადი პროდუქტი, რათა საწყობში ყველაზე დიდი ადგილი სწორედ ამ კონკრეტულისთვის გამოყოთ და დროებით შეწყვიტოთ/შეაჩეროთ იმის მიღება, რაც სტატისტიკის მიხედვით ნაკლებად მოთხოვნადია. ასევე გაიგებთ რომელია ყველაზე დატვირთული დღეები და საათები.

დისტანციური მართვა

მაშინაც კი, თუ არ იმყოფებით იქ, სადაც თქვენი ბიზნესია, ოპტიმოს მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მიიღოთ ინფორმაცია მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების და შემოსავლების შესახებ.

ინტეგრაცია RS-თან და ზედნადებების კორექტირება

მარაგების პროგრამა გეხმარება მიიღო და ატვირთო ზედნადები, აკონტროლო მათი სტატუსები და მარტივად ასახო მარაგებში მიღებული პროდუქცია.

თუ დაინტერესდით, ისეთი აუცილებელი და საჭირო პროგრამით, როგორიც ოპტიმოა, მაშინ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.optimo.ge და მართეთ ბიზნესი მარტივად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ვოლსკი: მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი კულტურა რუსეთშიც უნდა ვანახოთ
ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
"არ გეკუთვნოდათ" - ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის მასზე მიმართული შეურაცხყოფებისთვის
"მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა..." – უმწვავესი დაპირისპირება ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და თენგიზ ცერცვაძეს შორის (ვიდეო)
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს, მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42