ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა
პოლიტიკა - 15:25, 08 May, 2021     1155
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობა ავრცელებს.

"დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წამომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
"არ გეკუთვნოდათ" - ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის მასზე მიმართული შეურაცხყოფებისთვის
"მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა..." – უმწვავესი დაპირისპირება ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და თენგიზ ცერცვაძეს შორის (ვიდეო)
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს, მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42