როდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული თავმჯდომარე საპატიმროს - ნიკა მელიას ადვოკატის ინფორმაციით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა - პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს უნდა მიმართოს და ის სწორედ ამის შემდეგ გათავისუფლდება.
"არც ნიკა მელია, არც ჩვენ, მისი ადვოკატები აღნიშნულ პროცედურაში, ხელისუფლებას, ევროკავშირსა და პროკურატურას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ ჩართული. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია დეტალები და რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არის, როგორც აქამდე არაერთხელ აღგვინიშნავს, ხელისუფლების ხელში. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა და ნიკა მელია ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ეს არის პროცედურა სამართლებრივი. თუმცაღა, როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული'', - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები