"თქვენ, ნებით თუ უნებლიედ, რუსეთის საქმეს აკეთებთ!" - ლადო ნარსიას პასუხი ანდრია ჯაღმაიძეს
საზოგადოება - 20:44, 08 May, 2021     1436

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას ფეისბუქ-პოსტს გამოეხმაურა, სადაც ნარსიამ ის, სხვა პირებთან ერთად, "ქართული ოცნების" ოპერიდან "რუსეთის ბოლო აკორდად" მოიხსენია.
ჯაღმაიძეს ლადო ნარსიამ სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა. "ნიუპოსტი" თეოლოგის პასუხის პასუხს უცვლელად გთავაზობთ: "პასუხი მამა ანდრია ჯაღმაიძეს, NewPost გამოქვეყნებულ კომენტარზე: მადლობა მადლობისთვის, მეგობარ ზვიად (ანდრია) ჯაღმაიძეს!ასე იყო, პეტერბურგიდან დაბრუნებულს სასულიერო აკადემიაში შეგხვდი. მჯეროდა, რომ თქვენი მიზანი განათლებით და თავმდაბლობით ეკლესიის მსახურება იქნებოდა. დღეს ამას ვეღარ ვხედავ! სრულიად მოუმზადებლად (ჩემი შეფასებით!) დათანხმდი საქართველოს ეკლესიის მართვის ყველაზე საპასუხისმგებლო ვალდებულებას და ამიტომ, დღეს ყოველ თქვენს განცხადებას შიშით ვუსმენ, რაიმე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ ეკლესიის სახელით. მაგალითისთვის რამდენიმეს შეგახსენებ:

1. ყოვლად დაუსაბუთელბად მოღალატეს და გამყიდველს ეძახით ბნ. მელაშვილს. ამ ბოღმით გასიებლი ადამიანების წინაშე ნუთუ ეს მის სასიკვდილოდ გამეტებას არ ნიშნავს? რის საფუძველზე, მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი რუკების?! შენს ამ ქმედებას ქრისტიანობასთან არაფერი აქვს საერთო!

2. რუსეთის სპეცსამსახურებს მთელ მსოფლიოში მიუწვდებათ ხელი (არაერთი შემთხვევაა ამის დამადასტურებელი!) არასასურველი ჟურნალისტების განადგურებაზე. თქვენ ერთი სიტყვაც ვერ დაგაცდენინათ ჟურნალისტმა, რომ გიორგი გაბუნიას მიმართ სიკვდილის მუქარა შეიძლაბა რუსეთის ინტერესებში ყოფილიყო, როცა ეს სრული სიცხადით იკვეთებოდა გაბუნიას წინააღმდეგ ორგანიზებულ საქმეში. რატომ?

3. რაც ტახტამცველი შიო მუჯირის და მისი გუნდის სახელით მართავთ ეკლესიას ერთხელ თუ გამოეცით საპროტესტო ნოტა რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებების წინააღმდეგ აფხაზეთში და სამაჩაბლოში? ერთხელ მაინც? რატომ?

4. რატომ არ მიმართავთ საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური საქმიანობის გასანეიტრალებლად აფხაზეთში და სამაჩაბლოში? აქ მეტს აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მე შენთვის რუსეთის აგენტი არ მიწოდებია. თუმცა, რამდენიმე თვის წინ სოც. ქსელში გამოჩდა ადამიანების სია, რომელშიც საეკლესიო პირები რუსეთის ე.წ. “გავლენის აგენტებად“ ხართ მოხსენებული. “გავლენის აგენტი“ ნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს არ სჭირდებათ პირდაპირ “ვერბოვკაზე“ გასვლა, რადგან სამიზნე ადამიანები ისედაც მოკავშირეები არიან იმ იდეებისა, რომელიც უნდა განეხორციელებინათ სპეცსამსახურების “ვერბოვკით“. ამიტომ, ასეთ ნიადაგზე მათ ზედმეტი შრომა აღარ უწევთ.

სამწუხაროდ, რუსული მიზნებისთვის დღეს საპატრიარქო ისევ ნოყიერი ნიადაგია. თუ ამის წამკითხველი ფიქრობს, რომ მე ჯიბეში მიდევს თქვენი, შორენას ან “ჟოზეფინას“ აგენტურული დოსიე, ბრიყვი და გონებასუსტია. ვისაც გონება აქვს მას ვთხოვ ქვემოთ შემოთავაზებულ ანალიზში შემისწოროს შეცდომა:- საქართველოს ეკლესიას რუსული სპეცსამსახურები თითქმის 200 წელი მართავდნენ. 1811 წელს, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მართვა სრულად გადავიდა რუსეთის ხელში. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 1921 წლიდან ქვეყანა ისევ რუსეთის მმართველობას დაექვემდებარა. მოგვიანებით სტალინმა ეკლესია მთლიანად სპეცსამსახურების დანამატად აქცია. 1990 წელს ავტოკეფალიის აღიარების და 1991 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღდებდა 200 წლიანი გამოცდილების მქონე რუსული სპეცსამსახურები საქართველოში: ა) დავტოვოთ ქვეყანა და წავიდეთ ჩვენს საყვარელ რუსეთში, რადგან ამიერიდან ქართველები დამოუკიდებლები არიან ეკლესიურად და სახელმწიფოებრივად და აქ აღარაფერი გვესაქმება? ბ) შევეცადოთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აქამდე არსებული რესურსები საქრთველოში დასარჩენად, მათ შორის იდეოლოგიური?ვინმე ფიქრობს, რომ „ა“ ვერსია ახლოს არის საღ აზრთან? „ბ“ ხომ ნამდვილად არის?! რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური საყრდენი, განსაკუთრებით ეროვნული იდენტობის გამორკვევის 90 იანებისთვის დამახასიათებელ იდეათა ორომტრიალში, რელიგია იყო. უფრო სწორად კი საბჭოთა იდეოლოგიზირებული "მართლმადიდებლობა", რომელმაც ეროვნული იდენტობის დაცვა შეითავსა და ამას პატრიარქ ილია II და სამღვდელოების ეთნოფილეტური მოძღვრებებით მიაღწია კიდეც. (აქ ფაქტის კონსტანტაციას ვცდილობ და არა იერარქიის განსჯას!). რა სურდა ამით რუსეთს უმწეო და სუსტი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის?

1. საქ. ეკლესიის გარე სამყაროსაგან სრული იზოლაცია;

2. დასავლეთის დემონიზაცია;

3. მუდმივი შიშის და ისტერიის დანერგივა, რომ თითქოს საფრთხეშია ქართული უნიკალური რელიგიურ-ეროვნული იდენტობა. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთთან ერთობაში დაგვენახა ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი.

სწორედ ამგვარი ისტერიის ფონზე აწარმოებს დღემდე ეკლესია მტრის ხატის იდეას ქართულ საზოგადოებაში დასავლური კულტურის დემონიზაციით, რაც კარგად მუშაობს წინასწარ დაშინებულ საზოგადოებაში მაშინ, როცა პ ირიქით, ეკლესია მტრის იდეის არარსებობის ე.ი. მისი სიყვარულით გადალახვის ქრისტიანულ მოძღვრებას უნდა ქადაგებდეს. რუსეთმა ზემოთ ჩამოთვლილ სამივე მიზანს მიაღწია საქართველოში! ვისი ხელით? - სამღვდელოების!

მამა ანდრია, დღეს თქვენ ამ სამღვდელოებას უჭერთ მხარს და მათი დაცვით აგრძელებთ მართვის რუსულ ტრადიციას საქართველოს ეკლესიაში. ამიტომ, მე მართალი სინდისით გეუბნებით - თქვენ, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის საქმეს აკეთებთ!მე მეგობრობას პატივს ვცემ და დიახ, ვიცნობ თქვენს ბრწყინვალე ოჯახს, მაგრამ გახსოვდეთ, სასწორის მეორე პინაზე ეკლესია და ქრისტეს მოძღვრება დევს!", – წერს ლადო ნარსია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42