ჩვენს ჟურნალისტს მეუფე ანტონ ბულუხია ფიზიკურად და სიტყვიერად დაესხა თავს - მთავარი არხის განცხადება
საზოგადოება - 21:10, 08 May, 2021     1228

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელევიზიის ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვანი-ბაღდათის ეპარქიის მღვდელმთავარმა ანტონ ბულუხიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მღვდელმთავრის ძალადობრივ თავდასხმას ათეულობით ადამიანი შეესწრო, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა კი დღეს, 9 საათიანი მთავარის ეთერში გავა.

"მთავარი არხი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ზემოთ აღნიშნულ ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე, და ასევე მის წინმსწრებ ძალადობრივ თავდასხმაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე ჩვენს ჟურნალისტ ნინუცა კეკელიაზე და ოპერატორ ირაკლი კვარაცხელიაზე. აქამდე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ და სხვა შემთხვევებზე პრაქტიკულად ნულოვანია და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კამპანიის მთავარი წამქეზებელი, თუ არა ორგანიზატორი, არის მოქმედი ხელისუფლება.

მკაცრად ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას და კატეგორიულად მოვითხოვთ:

აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია ჩვენი არხის წინააღმდეგ და ჩვენი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა;

ხელისუფლებამ იმოქმედოს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებით და კანონის შესაბამისად დასაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი ან იერარქიული მდგომარეობისა", - ვკითხულობთ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42