"გადააგდე ეს, წითელი ხარივით რო იმასშვები, გადაშენდი აქედან, ეზიზღებით სუყველას... წადით აქედან!" - "მთავარი არხის" ჟურნალისტს მეუფე ანტონი თავს დაესხა (ვიდეო)
საზოგადოება - 23:28, 08 May, 2021     3064

მთავარი არხი ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე თავდასხმის კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მთავარმა არხმა მომხდარზე სპეციალური განხადება გაავრცელა:

"გუშინ, 7 მაისს, ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას ვანი-ბაღდათის ეპარქიაში. მან აიღო ინტერვიუ რამდენიმე მღვდელმთავრისგან სასულიერო პირზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც გუშინ მთელ ქართულ მედიაში აქტუალური თემა იყო. ყველა ინტერვიუმ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. გამონაკლისი იყო ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია). აღნიშნულმა სასულიერო პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ჟურნალისტს, შემდეგ მუქარით აუკრძალა მისი ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება, ბოლოს კი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის მოწმე იქ მყოფი ათეულობით ადამიანია და გადაღებულია ჩვენ მიერ''. - წერია განცხადებაში.

მთავარი არხის განცხადებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ინციდენტები გახშირდა და, არხის შეფასებით, ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს.

"სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბალი თუ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა, რომ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და, ამგვარად, ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ". - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავარი არხი მოითხოვს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ჰქონდეთ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.

აქამდე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ და სხვა შემთხვევებზე პრაქტიკულად ნულოვანია და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კამპანიის მთავარი წამქეზებელი, თუ არა ორგანიზატორი, არის მოქმედი ხელისუფლება". - წერია არხის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან
“ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია
ბოლნისში მომხდარი მკვლელობა - პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა
თამარ ჟვანია პარლამენტში მივიდა - ცესკო-ს თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42