სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო - TDI
პოლიტიკა - 13:39, 09 May, 2021     447

არასამთავრობო ორგანიზაცია, "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI) "მთავარი არხის" ჟურნალისტზე ირაკლი ვაჩიბერიძეზე მიტროპოლიტ ანტონის თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასულიერო პირების მხრიდან ჟრნალისტებზე ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო, საპატრიარქოს კი არც ერთ ძალადობრივ ფაქტზე ბოდიში არ მოუხდია, არც ხელისუფლებას მიუმართავს შესაბამისი ღონისძიებებისთვის. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი ფაქტები დროულად გამოიძიოს:

"TDI მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა და ჟურნალისტებზე თავდასხმამ საგანგაშო ხასიათი მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს არცერთი ძალადობრივი ქმედება არ დაუგმია და საჯაროდ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე. ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის.

გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს 7 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე ვანი-ბაღდათის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტი; ასევე, 4 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მთავარი არხის ჯგუფზე ძალადობის შემთხვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთავარი არხის ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა მეუფე ანტონმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, შემდეგ კი ფიზიკურად გაიწია მასზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
"მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა..." – უმწვავესი დაპირისპირება ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და თენგიზ ცერცვაძეს შორის (ვიდეო)
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს, მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42