ინდოეთი მორიგი საფრთხის წინაშე - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები მომაკვდინებელ დაავადებას ებრძვიან
მსოფლიო - 15:32, 09 May, 2021     3246

ინდოეთის კორონავიურსის უმძიმესი ტალღის ფონზე კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა - ქალაქ მუმბაიში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 58 პაციენტს მძიმე დაავადეება, მუკორმიკოზი განუვითარდა.

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის თებერვლამდე პერიოდში, ინდოეთის 6 ქალაქში მუკორმიკოზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 58 პაციენტს გამოუვლინდა. ისინი კორონავირუსისგან 12-15 დღის გამოჯანმრთელებულები იყვნენ.

მუმბაიში ბოლო ორი თვის განმავლობაში სოკოვანი ინფექციის 24 შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსამდე მუკორმიკოზის წლიური შემთხვევების რაოდენობა 10-ს არ აღემატებოდა.

მაჰარაშტრას შტატში, მუკორმიკოზისგან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი გარდაიცვალა. სულ შტატში მუკორმიკოზის 100 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდოელი ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუკორმიკოზი, რომლის სიკვდილიანობაც 50%-ს შეადგენს, შესაძლოა, კორონავირუსის მკურნალობის პერიოდში სტეროიდების გამოყენებით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად. ეს ინფექცია ყველაზე შირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული.

მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან
“ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია
ბოლნისში მომხდარი მკვლელობა - პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველო გაყიდეთ, ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუა
თამარ ჟვანია პარლამენტში მივიდა - ცესკო-ს თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42