საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ვივა ჯგუფმა" ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:30, 11 May, 2021     504

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით „ვივა ჯგუფმა“ დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 22,482 კვ.მ-ს შეადგენს. კორპუსის პირველი ბლოკის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა. პროექტის ჯამურმა მოცულობამ 4.2 მლნ დოლარი შეადგინა.

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს კეთილმოწყობილ ეზოსა და მიწისქვეშა ავდოსადგომს სთავაზობს. 12 სართულიანი, ორი საცხოვრებელი ბლოკი თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა. კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანია დასაქმებული.

აღნიშნულის გარდა, კომპანიას დაწყებული აქვს ორი პროექტი ასევე დიღომსა და ზუგდიდში. დიღომის ახალ პროექტი მოიცავს 520 საცხოვრებელ ბინას, რაც საერთო ჯამში 31,237 კვ.მ-ს შეადგენს. ახალ პროექტზე დამატებით 200 ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ცდილობს, საკუთარი სამშენებლო გამოცდილება და ხარისხი თბილისის გარდა სხვადასხვა რეგიონებში დანერგოს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა ქალაქ ზუგდიდში 52 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური სამშენებლო ფართი 3,133 კვ.მ. იქნება.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. „ვივა ჯგუფი“ 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული პროექტები ბაგებში და ჟვანიას ქუჩაზე. ვფიქრობთ, ბანკისა და „ვივა ჯგუფის“ თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, „ვივა ჯგუფი“ მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა, მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ვოლსკი: მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი კულტურა რუსეთშიც უნდა ვანახოთ
ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
"არ გეკუთვნოდათ" - ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის მასზე მიმართული შეურაცხყოფებისთვის
"მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა..." – უმწვავესი დაპირისპირება ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და თენგიზ ცერცვაძეს შორის (ვიდეო)
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს, მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42