26 წლის ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმე: "დის ქმარმა გააუპატიურა და თავი ამიტომ მოიკლა" - ბრალდებულის ჩვენება
შემთხვევა - 12:41, 11 May, 2021     5459

"ტვ პირველი" ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბესიკ თოდუას ჩვენებას აქვეყნებს, სადაც თოდუა 26 წლის ქალის გარდაცვალების ვერსიაზე საუბრობს.

57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიტპაევასთან სექსუალური კავშირი, ახალგაზრდა ქალის თანხმობით და სურვილით დაამყარა.

კაცი ჩვენებაში წერს, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ, სააბაზანოში შევიდა, იქიდან გამოსულს კი ასელი საძინებელ ოთახში არ დახვდა.

"გავედი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, ხრეშზე ესვენა ასელის გვამი. ის აივნიდან გადახტა თუ გადავარდა ვერ მოგახსენებთ"- აცხადებს თოდუა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 26 წლის გოგოს გვამი ნახა, სასწრაფოდ ჩაალაგა ტანსაცმელი და ზუგდიდში წასვლას გეგმავდა.

კითხვაზე, რატომ არ დაურეკა არავის, ბესიკ თოდუა აღნიშნავს, რომ "შოკში იყო", "ეშინოდა რომ თვითმკვლელობა მასთან არ დაეკავშირებინათ, რადგან სქესობრივი კავშირი ჰქონდა დამყარებული".

"მე ასელს მამა-შვილურად ვექცეოდი, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია"- ამბობს თოდუა.

დაკავებული დაკითხვისას სკანდალურ ჩვენენებას აძლევს და ამბობს, რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა, და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი.

"ჩემი აზრით ასელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა მურატმა, რაზეც ის სულ ტიროდა და ნერვიულობდა. ასევე მისი გადმოცემით, ამერიკაში შეყვარებული ჰყავდა"- აცხადებს თოდუა.

ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა მიმდინარე წლის 5 მაისს მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

თბილისში გარდაცვლილი, 26 წლის ყაზახი გოგონას საქმეზე დაკავებულ ბესიკ თოდუას პატიმრობა გასულ კვირას შეეფარდა.

წყარო: ტვ პირველი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42