ნიკა მელია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - სტასბურგმა სარჩელი მიიღო
პოლიტიკა - 09:10, 12 May, 2021     1272

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე კომუნიკაციას დაიწყო.

ნიკა მელიას ინტერესების დამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ საჩივრის შეტანიდან საკმაოდ მოკლე ვადებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კითხვები საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა.

"კითხვებში ასახულია ყველა ის საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებდით ადვოკატები საჩივარში. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებში ევროპული სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას ეკითხება, რამდენად არსებობდა კონვენციით გათვალისწინებული დაპატიმრების საფუძვლები და ამ კონტექსტში ახსენებს საქმეებს "ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ" და "ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ".

მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლო კითხვას სვამს მე-18 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამ მუხლის არსი მდგომარეობს შემდეგში - მართლმსაჯულების გამოყენება არალეგიტიმური მიზნებისთვის. როგორც წესი, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური პატიმრების საქმეებში, სწორედ, მე-18 მუხლის დარღვევას ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ძალიან და ძალიან იშვიათად აკეთებს ამას" - აღნიშნავს საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 23 თებერვალს, ენმ-ის მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. მან ციხე 10 მაისს, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შემდგომ დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42