ევროკავშირის დახმარება უპირობო არ იქნება, ის რეფორმებზე იქნება დამოკიდებული - დანიელსონი
პოლიტიკა - 18:36, 12 May, 2021     1047

ევროპარლამენტარი კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში მედიაციის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი იყო, აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის პროცესზე ხანგრძლივ გავლენას იქონიებს.

დანიელსონის შეფასებით, საქართველოს ახლა აქვს შანსი რომ ჩამოაყალიბოს პროგრესული საპარლამენტო მოდელი და მისივე თქმით, ევროკავშირი ამ ყველაფერში, ისევე როგორც კოვიდპანდემიის დაძლევასა და ეკონომიკის აღდგენაში, აუცილებლად დაეხმარება საქართველოს.

"19 აპრილის შეთანხმებაში არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ხანგრძლივი გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიაზე. მოკლე პერსპექტივაში უნდა მოხდეს შეთანხმება ამნისტიის კანონზე. პარალელურად უნდა განხორციელდეს საარჩევნო ცვლილება, რომელიც მზად იქნება შემოდგომის ადგილობრივი არჩევნებისთვის.

მართლმსაჯულების რეფორმა არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ არსებობს დემოკრატია ჭეშმარიტი კანონის უზენაესობის გარეშე. 19 აპრილის შეთანხმება იძლევა კარგ საფუძველს, რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს. საქართველოს ახლა აქვს შანსი რომ ჩამოაყალიბოს პროგრესული საპარლამენტო მოდელი. ევროკავშირი ამ ყველაფერში, ისევე როგორც კოვიდპანდემიის დაძლევასა და ეკონომიკის აღდგენაში, აუცილებლად დაეხმარება საქართველოს, მაგრამ ეს დახმარება არ იქნება უპირობო და დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ რეფორმების გატარებაზე, - განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის მირ წარმოდგენილ საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42