ვის უბრახუნა მუშტები და რატომ ითხოვდა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას? - რა იცის გახარიაზე მეუფე იაკობმა და რატომ არ უჭერს ეკლესია მხარს ექსპრემიერს
პოლიტიკა - 14:59, 01 Jun, 2021     6327

ბოდბელი ეპისკოპოსი ყოფილი პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის შექმნას ეხმაურება.

მისი განმარტებით, ქვეყნის ყოფილის პრემიერის გუნდში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამოჩდნენ, რაც უსაფუძვლოს ხდის იმ აზრს, რომ გიორგი გახარია "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

მისი მტკიცებით, გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი და ყველაფერი გააკეთა ესკალაციისთვის.

მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ გახარიას პარტიას არათუ ხალხის, არამედ ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება.

"საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე ვიცე -პრემიერი და შემდეგ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია, რომ არ მოსწრებოდა, იყო საუბრები, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. ახლაც მიდიოდა საუბრები, რომ ცოტა ხანში წავიდოდა, მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მე ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს, იცით რომ ინფორმაციები მეც მაქვს იქიდან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო და გააკეთა თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს ამას რას აკეთებთო. უბრალოდ თავისებთან ცუდად გამოვიდა როგორც მე ვიცი.

რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის კადრები ვნახე შიგნით, ადეიშვილის მერაბიშვილის ასევე კეზერაშვილის," - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42