აქ იმისთვის შემოვედი, რომ თქვენ სათითაოდ გაგიყვანოთ აქედან და ხალხს მიეცეს საშუალება, ლეგიტიმური პარლამენტი აირჩიოს - ნიკა მელიას ქართული ოცნების დეპუტატებს
პოლიტიკა - 17:16, 09 Jun, 2021     1323

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში ერთი მიზნით შევიდა - ოცნების წარმომადგენლები გაიყვანოს იქიდან და ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცეს, ლეგიტიმური პარლამენტი აირჩიოს:

"ალბათ ყველას, ვინც ახლა მისმენს, კარგად ესმის, რომ ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს. ამ დარბაზში მსხდომთა დიდმა ნაწილმა უკვე ორჯერ დააჭირა ღილაკს ხელი და პირადად მიიღო მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის სამარცხვინო გადაწყვეტილებაში!

მაგრამ ჩემი, თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი ხალხი გრძნობს, რომელიც იძულებულია ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს და თან ზუსტად იცოდეს, რომ ეს ყველაფერი რაც აქ ხდება არ გამოხატავს მის ნებასა და მისწრაფებებს!

ალბათ გაინტერესებთ აქ რატომ ვარ, ერთადერთი რამ, რის გამოც მე აქ დღეს შემოვედი, ჩემი ძალიან მკაფიო და ერთადერთი ამოცანაა - სულ მალე დავტოვო ეს დარბაზი. დავტოვო თქვენთან ერთად! მე აქ შემოვედი, რომ მალე თქვენ გაგიყვანოთ აქედან და ქართველ ხალხს საშუალება მივცეთ აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი, ლეგიტიმური ხელისუფლება - ზუსტად იმ პროპორციითა და შემადგენლობით, როგორც ამას ხალხი აირჩევს და გადაწყვეტს და არა ერთი კაცი, ივანიშვილი - რომლის ნოტარიალურ კანტორად აქციეთ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო!

აქ ჩემ ხელმარცხნივაც ბევრნი ხართ, ვინც აცნობიერებთ რა მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა და თუკი საჯაროდ დაყენებული ცინიკური ღიმილით გირჩევნიათ ხოლმე პასუხების გაცემა, სინამდვილეში გულწრფელ საუბარში ერთმანეთთანაც აღიარებთ იმას, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ იცის - საქართველო მიტაცებული სახელმწიფოა!

ყველაფერი - მისი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლოები, პოლიცია, პროკურატურა - დღეს ამ მიტაცების ინსტრუმენტებია და არა სახელმწიფოს მოქმედი და ლეგიტიმური ინსტიტუტები!

როცა გისმენთ არ მჯერა, როგორ შეიძლება იყო ასეთ უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქის. თქვენ ხართ დასახსნელი აქედან. თუ გაბედავთ და განსხვავებულ პოზიციას დაადიქსირებთ ბიძანს პოლიტიკური პოლიცია თქვენც დაგიპირისპირდებათ.

რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა თქვენს ყოფილ პრემიერმინისტრთან დებატები მქონოდა აქ. როგორ გამალებით იცავდით მას, ფიზიკირ დაპირისპირებასაც არ ერიდებოდით გახარიას გამო, დღეს კი პასკვილებს უძღვნით. ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერი და იძულებული არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით? არა, კვლავ მას დაუკრავდით ტაშს. ესაა თქვენი რეალური სახე.

მილიარდელის მმართველიბის პირობებში საქართველო უმუშევრობის ათეულში მოაქციეთ.

ათასობით ადამიანი პურსა და წყალზეა მხოლოდ.

50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მიმოიხედეთ ირგვლივ, ოჯახს ვეღარ ნახავთ, რომლის ერთი წევრი მაინც საზღვარგარეთ არ იყოს წასული ან წასვლაზე არ ფიქრობდეს.

მიდის ან წასვლა უნდა იმ ხალხს, ვისაც შეუძლია ამ ქვეყანაში დოვლათი შექმნას, აგური აგურზე დადოს, კეთილდღეობა გაზარდოს, თავის თავსაც არგოს და ქვეყანასაც.

სხვა რა არის, თუ არა სახელმწიფოს მიტაცება, როდესაც ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ადგილს ვერ პოულობს? პერსპექტივას ვერ ხედავს? მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანა მისთვის არაა? მისი არაა?

განა ამას ვერ ხედავთ? ვერ ამჩნევთ?

უბრალოდ არ იმჩნევთ, რადგან არ გრძნობთ პასუხისმგებლობას ამ ხალხის წინაშე და პასუხისმგებლები ხართ მხოლოდ ერთი კაცის წინაშე. ჰოდა, სწორედ ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება მალე!

მე აქ ვარ რათა ყველა ჯანსაღ ძალასთან ერთად ახალი ბიძგი მივცე ახალ დიდ ერთობას, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, რომ ამ შემოდგომაზევე დაგამარცხოთ თბილისშიც, მთელ საქართველოშიც და დავუბრუნოთ ხალხს ეს მიტაცებული სახელმწიფო!

მე მირჩევნია ვესაუბრო საზოგადოებას, რომელთანაც ოპოზიცია ძალიან მალე დაამარცხებს ამ რეჟიმს.

ჩვენი მხრიდან თქვენი დამარცხება არაა ვიწროპარტიული, ესაა ეროვნული ამოცანა ყველა ოპოზიციის.

ჩვენ ისევ გავაერთიანებთ ჩვენ ძალებს! ჩვენ ისევ უჩვენებთ ჩვენ მილიონზე მეტ გაუტეხელ და გულანთებულ ამომრჩეველს, რომ ქვეყანა არაა ერთი კაცის, არამედ მათია!

მეგობრებო, მინდა მივმართო სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებმაც არ იციან როგორ გამოკვებონ შვილები, კომპიუტერისა და ინტერნეტის არ ქონია გამო რომ შვილებს განათლებას ვერ აძლევენ, შეგვიძლია კეთილდღეობა მოვუტანოთ ქვეყანას და ამისთვის გაერთიანებაა საჭირო. ეს უნდა შედგეს უახლოეს კვირებში, რადგან ოქტომბერში ოცნება მართვის სადავეებთან არ იყოს.

როგორც მე მიხუთავდა სულს ის სამაჯური, რომელიც მოვიხსენი, საზოგადოების დიდ ნაწილს ზუსტად ისე უხუთავს სულს ეს პარლამენტი. ამიტომ, არჩევანი არის მარტივი. ეს ადამიანები საუბრობენ ამნისტიაზე, თითქოს გადააქვთ აქცენტი, რის გამო დაიწყო ის ანტისაოკუპაციო აქციები, აი აქ, სადაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რუსი გავრილოვი დააყენეთ და ხალხი აღშფოთდა სპონტანურად, ახლა ამის მივიწყებას ცდილობთ და რაღაც დეტალებზე საუბრობთ. ხვალაც იგივეს გააკეთებთ? იგივენაირად მოვიქცევით, სანამ პირში სული გვიდგას, აუცილებლად იყავით დარწმუნებულები, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გეღირსებათ. ძალიან ცუდად გამოიყურებით, როდესაც გუშინდელ მეგობრებს ღალატობთ და ლანძღავთ.

არ გთვლით იმ ადამიანებად, რომელსაც პასუხი უნდა გავცე. არ გაქვთ სახელმწიფოებრივი იდეა. პოლიტიკურ კორუფციაში ხართ ჩაფლული და რომ არ გააკეთოთ ის რასაც გეუბნებიან ბიზნესს ვერ გააკეთებთ" - განაცხადა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42