"არ ვიცი როგორ გამოვიყურები, სარკეს არ მაძლევენ და ხელების საშუალებით ვადგენ კანის მდგომარეობას" - პროტასევიჩის შეყვარებული ბელარუსის ციხიდან წერილს აგზავნის
მსოფლიო - 18:29, 09 Jun, 2021     899

ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ დაკავებული ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პრო­ტა­სე­ვიჩის შეყვარებულის სოფია საპეგას წერილი ვრცელდება, რომელიც მან მშობლებს ციხიდან მისწერა.

წერილიდან ირკვევა, ის 3 ივნისამდეა დაწერილი და ამ დრომდე გოგონამ ორი წერილი გაგზავნა, რომელიც სავარაუდოდ, ადრესატამდე არ მისულა.


წერილში, სადაც ციხე მოხსენებულია, როგორც KGB-ს ციხე, 23 წლის სოფია წერს, რომ ის “არ ნებდება” და ციხეს “ უძლებს”. მისი თქმით, “ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის ამ უბედურებაც".

წერილებში აღწერილია "ტანჯვა" იმით, რაც მან დაკარგა ცხოვრებაში, მათ შორის მისი ჩაშლილი დისერტაცია.

”დღეს უნდა დამეცვა დისერტაცია და საღამოს რომა [რომანი] ერთად წასულიყავი რესტორანში, შამპანურის დასალევად” - წერს სოფია.

ამის ნაცვლად კი, როგორც წერილიდან ირკვევა, საკანში დალია ჩაი და ორცხობილა ჭამა.

გოგონა თქმით, ის მცირედით ბედნიერდება, მაგალითად მის საკანში შესული მზის სხივით, ასევე დროს, იქვე მდებრე ეკლესიის ზარებით განსაზღვრავს. მისი თქმით, არ იცის როგორ გამოიყურება, რადგან სარკეს არ აძლევენ.

“მე არ მინახავს საკუთარი თავი სარკეში 25 მაისის შემდეგ , ამიტომ ხელების საშუალებით ვადგენ კანის მდგომარეობას, ეს კიდევ უფრო სასაცილოა. სარ­კეს არ მაძ­ლე­ვენ, რად­გა­ნაც ამ­ბო­ბენ, რომ არ არის შე­სა­ბა­მი­სი პა­რა­მეტ­რე­ბის. ჯი­ბე­ში რომ მო­თავ­სდეს და პლასტმა­სის ჩარ­ჩო ჰქონ­დეს" - წერს სოფია

23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ასაფეთქებელი. საბოლოოდ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. ბელარუსული ტელეგრამ-არხის „პულ პერვოგოს“ ცნობით, პრეზიდენტის განკარგულებით, თვითმფრინავის აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. აღსანიშნავია, რომ რადარის მონაცემებით, თვითმფრინავი უკვე ლიეტუვის საზღვართან იმყოფებოდა, თუმცა ის მინსკისკენ მოაბრუნეს.

თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ოპოზიციური ტელეგრამარხის Nexta-ს ხელმძღვანელი, რომან პროტასევიჩი, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში და მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროტასევიჩი და მისი შეყვარებული, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა აეროპორტში დააკავეს. დაკავების შემდეგ რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, სადაც ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე საუბრობენ. მათი ოჯახისა და ადვოკატების თქმით, დაკავებულებს ინტერვიუები იძულებით ჩააწერინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ვოლსკი: მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ, თუმცა ჩვენი კულტურა რუსეთშიც უნდა ვანახოთ
"დელტა პლიუსი" - ინდოეთში COVID-19-ის ახალი შტამი გამოვლინდა
ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
"არ გეკუთვნოდათ" - ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის მასზე მიმართული შეურაცხყოფებისთვის
"მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა..." – უმწვავესი დაპირისპირება ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და თენგიზ ცერცვაძეს შორის (ვიდეო)
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს, მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42