რუსეთში "კანონიერ ქურდს" "თენგო პოტიისკის" გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს - მან სასამართლოზე კრიმინალური სტატუსი უარყო
კრიმინალი - 18:59, 10 Jun, 2021     9604

პორტალ "Прайм Крайм"-ის ცნობით, რუსეთის სასამართლომ "კანონიერ ქურდ" თენგიზ გიგიბერიას (თენგო პოტიისკი) გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ლიპეცკელმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ იგი მართლაც "ქურდული სამყაროს" უმაღლეს იერარქიას მიეკუთვნებოდა. გარდა ამისა, განაჩენში ნათქვამია, რომ პროკურატურამ არ წარმოადგინა, თუ როგორ შეუძლია ქურდს უარი თქვას თავის სტატუსზე.

სასამართლო სხდომის დროს გიგიბერიამ უარი თქვა "კანონიერი ქურდის" სტატუსზე და "ყველა წმინდანს იფიცებდა", რომ იგი თავს დაანებებს დანაშაულებების ჩადენას და ოჯახს დაუბრუნდება, რადგან მას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც არასდროს უნახია.

ეს რუსეთში პირველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც ქვეყნის სს კოდექსის 210.1-ე მუხლით ("დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი მდგომ,არეობის დაკავება") ბრალდებულ პირს გამოუტანეს. გიგიბერიას სასჯელი 2020 წლის სექტემბერში დაუმთავრდა, მაგრამ ვადის გასვლამდე მას ბრალი ხელახლა წაუყენეს ზემო აღნიშნული მუხლის შესაბამისად.

გამოძიების თანახმად, გიგიბერია "ქურდად" 1997 წელს "აკურთხეს", ხოლო "ქურდული ტატუ" მან სხეულზე არაუგვიანეს 2011 წლისა გაიკეთა. იგი ადრე გასამართლებული იყო იარაღის უკანონო ტარების, ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის. საერთო ჯამში მან ციხეში 17 წელი გაატარა. აქვე მოყვანილი იყო მაგალითი, რომ გიგიბერიას სხვა პატიმრები ყოველთვიურად 4 ათასამდე რუსულ რუბლს ურიცხავდნენ.

პროკურატურა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს ასევე ამტკიცებდა, რომ "კანონიერი ქურდის" სტატუსზე უარის თქმა მხოლოდ "ქურდულ სხოდკაზე" სხვა ქურდების თანდასწრებით არის შესაძლებელი.

გიგიბერიას სურს, რომ რუსეთიდან მისი სამშობლოში დეპორტაცია მოხდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
"არ გეკუთვნოდათ" - ფრიდონ ინჯია თამარ ჟვანიას ბოდიშს უხდის მასზე მიმართული შეურაცხყოფებისთვის
"მე არასდროს მომითხოვია თქვენი ციხეში ჩასმა..." – უმწვავესი დაპირისპირება ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და თენგიზ ცერცვაძეს შორის (ვიდეო)
ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი - ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს
ბარკალაია: წლის ბოლომდე კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ხალხნო, კოსმეტიკური რემონტიც გაუკეთეს, მგონი - ჟურნალისტი თელარა გელანტია პარლამენტის შესასვლეთან არსებულ რკინის ღობეზე
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42