საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო წელსაც მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:16, 10 Jun, 2021     342

“საქართველოს ბანკმა” Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2021 –ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად უკვე მეათედ დაასახელა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა.

Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო,

ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია შეისწავლა და მასზე დაყრდნობით ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლიანა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ. საერთაშორისო გამოცემამ 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე არსებული პერიოდი შეისწავლა.

”გასული წელიწადნახევრის უპრეცედენტო მოვლენებმა კასტოდიან ბანკებს დააჩქარებინა დიჯიტალიზაციის პროცესი. ბანკები სწრაფად მოერგნენ პოსტ პანდემიურ რეალობას. ჩვენ ვაჯილდოვებთ და ვაფასებთ იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც განახორციელეს ახალი და ინოვაციური იდეები გამოწვევების დასაძლევად“,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. “საქართველოს ბანკი” არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს. “საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
არჩევნები პირველად ტარდებოდა პანდემიის პირობებში - დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თამარ ჟვანიამ არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების საკითხები განმარტა
უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს გადააჭარბებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა
"ხელები შორს ხალხის საკუთრებისგან" - ქობულეთში ადგილობრივების აქცია გრძელდება
გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა - "მთავარი არხი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს
ნანუკა ჟორჟოლიანი: ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ...
ხანძარი კახეთში - შირაქის მინდვრებზე ნათესები დაიწვა
ძალადობრივი კამპანია სოციალურ ქსელში და ორგანიზებული ჯგუფების მიერ დისკრიმინაციის შენიღბული პიარი - ISFED-ის საგანგაშო კვლევა
ავარია ჩუმლაყში - ავტომობილების შეჯახების შედეგად ადამიანები დაშავდნენ
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან
“ჭადბურთი“ სპორტმშენის გამარჯვებულია
ბოლნისში მომხდარი მკვლელობა - პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42