თქვენ მე კანონი მომპარეთ - გოცირიძე ფინანსთა მინისტრს
პოლიტიკა - 18:04, 11 Jun, 2021     1001

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთან მინისტრის მოსმენისას ენმ-ს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ლაშა ხუციშვილს მიმართა და უთხრა, რომ მან ბიზნესის შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით კანონი მოპარა.

როგორც გოცირიძე განმარტავს, მისი კანონპროექტი ეხებოდა 100 000-ის ნაცვლად 200 000 ლარამდე მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას, რაზეც ხუციშვილმა მიწერა, რომ ეს ბიუჯეტს დაანგრევდა, ახლა კი მან უკან შეიტანა ეს კანონი, 200 000-ის ნაცვლად 500 000-მდე გაათავისუფლა ბიზნესი და 1%-ანი გადასახადი დაუწესა:

„ბატონო ლაშა, მინდა შეგახსენოთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ჩემ ერთ საკანონმდებლო ინიციატიავასთან დაკავშირებით. მინდოდა მცირე ბიზნესისთვის შეღავათი დამეწესებინა და თქვენ მომწერეთ, რომ ეს საშინლად დაანგრევდა ჩვენს მწირ ბიუჯეტს. ეს ეხებოდა 100 000-ის ნაცვლად 200 000 ლარამდე მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას. გახსოვთ ეს თქვენ, თუ გინდათ მოგიტანთ თქვენს წერილს. გავიდა 3 თვე, მომპარეთ კანონი, შემოიტანეთ უკან და 200 000-ის ნაცვლად 500 000-მდე გაათავისუფლეთ ბიზნესი, დაუწესეთ 1%-იანი გადასახადი და ამით რა თქმა უნდა, გააკეთეთ კარგი საქმე. გპირდებით, რომ ბევრ კანონს დავწერ, დავდებ და მოიპარეთ. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ქართველ ხალხს, მაგრამ 1% კი არ არის გადასახადი ამ ადამიანებისთვის, არამედ არის 19%. ჩემი კანონის მეორე ნაწილი დაგავიწყდათ - 100 000 ლარამდე დღგ-სგან თავისუფალია ბიზნესი 15 წლის წინ მიღებული კანონით. მაშინ, რამდენი დოლარი იყო 100 000 ლარი, რამდენის ყიდვა შეიძლება დღეს 100 000 ლარით, ჩამოდნა 100 000. დღგ რომ ყოფილიყო თუნდაც 200 000-ით გათავისუფლებული მაშინ, რაღაც კატეგორიის ადამიანებს ბრუნვიდან მართლაც 1%-იანი დაბეგვრა მოუწევდათ. დღეს, 100 000-დან 400 000-მდე 19%-ს იხდის მცირე მეწარმე. აპირებთ თუ არა ამ შეცდომის გამოსწორებას, აპირებთ თუ არა შემოხვიდეთ ინიციატივით და ეს ზღვარი აწიოთ, აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?" - აღნიშნა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42