განათლების დონით საქართველო ყველაზე ცუდ ათეულშია: "ეს არის "ქართული ოცნების" დანაშაული თაობების წინაშე, რისი მიზეზიც კორუფცია და არაპროფესიონალიზმია" - შაშკინი განათლების სისტემის კრიზისზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:36, 18 Jun, 2021     2640
სულ რამდენიმე წლის წინ საქართველო განათლების განვითარების დონით მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველ სამეულში შედიოდა და საერთაშორისო პარტნიოებიც განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ პოსტსაბჭთა ქვეყნის განვითარების ამ კუთხით წინსვლის ფაქტს, თუმცა, ბოლო მონაცემები სრულიად საპირისპიროს მოწმობს - ახალი კვლევის თანახმად, საქართველო განათლების დონის მიხედვით ყველაზე ცუდ ათეულში მეხუთე ადგილს იკავებს.


ეს ფაქტი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გათვალისწინებით, განათლების დონის ასეთმა სწრაფმა ვარდნამ ყველა სამომავლო პერსპექტივა წაართვა ქვეყანას და ოპტიმისტური განწყობის საშუალებაც არ დატოვა საზოგადოებაში.

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს, როდესაც საქართველო განათლების განვითარების მხრივ მოწინავე პოზიციაზე იყო. "ნიუპოსტთან" საუბარში შაშკინი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებმაც ქვეყანა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში უკან დახია:

„ეს არის უმძიმესი შედეგები, რადგან საქართველოს მომავალი, სწორედ განათლების განვითარებასა და მის დონეზე გადის. 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენი შვილები კონკურენციაში შედიან არა თავიანთ მეგობრებთან, კლასელებთან, თანასკოლელებთან, არამედ შედიან ჩინელებთან, ამერიკელებთან, ფრანგებთან, გერმანელებთან და ა.შ.

ზუსტად ამიტომ, როდესაც გლობალიზაციის პირობებში განათლებაა მთავარი ჩვენი წარმატებისთვის, ეს შედეგები არის ათმაგად კატასტროფული. განსაკუთრებით იმიტომ, რომ 2012 წელს საქართველო შედიოდა იმ ქვეყნების სამეულში, რომელთა განათლების განვითარების ტემპიც იყო ყველაზე მაღალი. ბევრმა არ იცის და მე მინდა შევახსენო - 2015 წელს უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო PISA-ს კვლევაში, რომელიც ბოლო 3-4 წლის ვითარებას იკვლევს ხოლმე. შესაბამისად, კვლევამ შეამოწმა 2011-2012 წლის განათლების დონე. შედეგებით დადასტურდა, რომ მიუხედავად სხვადასხვა ხარვეზბისა და პრობლემების არსებობისა, საქართველო მათემატიკის, მეცნიერების, კითხვის დონით საქართველო ყველაზე სრაფად, დინამიურად განვითარებადი ქვეყნების სამეულში შევიდა და არგენტინასა და კატარის გვერდით მოხვდა. ამ სამმა ქვეყანამ განათლების განვითარებით დინამიკაში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. არგენტინას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს, კატარს - ძალიან ბევრი ფული და საქართველოს მათ ფონზე არც ძლიერი ეკონომიკა და არც ბევრი ფული ჰქონდა, თუმცა განათლების დონე სწრაფად ვითარდებოდა. ეს ხდებოდა 2012 წელს და ბოლო 9 წელიწადში რა ქნა „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ყველაზე ცუდ ქვეყნებში? ეს არის ჩვეულებრივი მავნებლობა და დანაშაული თაობების წინაშე.

ეს კვლევა ინტერნეტში ისევ დევს და ნებისმირს შეუძლია გადაამოწმოს ჩემი სიტყვები, რა ვითარება იყო საქართველოში 2011-2012 წლებში განათლების კუთხით. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მოხდა ის, რომ ახლა ბოლო ადგილს ვიკავებთ - ეს არის გაუგონარი ამბავი, რისი მიზეზიც კორუფცია, არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტური ადამიანების ხელში ქვეყნის მართვის სადავეების ჩაგდებაა“ - განაცხადა შაშკინმა "ნიუპოსტთან" საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42