ქონების წართმევა, მუქარა, რეკეტი და სკანდალში გახვეული პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილს თეირანის სასამართლოში უჩივიან
პოლიტიკა - 13:40, 21 Jun, 2021     2568

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თეირანის სასამართლოში უჩივიან - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სკანდალში გახვეულ ღარიბაშვილს ირანელი ბიზნესმენი ქონების წართმევასა და რეკეტში ადანაშაულებს:

"ფურია ნაიები მთავარ არხს დაუკავშირდა და მოუყვა, რომ მოქმედი პრემიერის სამეგობრო მას ემუქრებოდა, საბოლოოდ კი ინვესტმენტ ბანკს სრულად ჩამოაშორა.

ლაშა ჩხენკელი, აკაკი ჩხენკელი და მინდია ჯანელიძე - ირკვევა, რომ სამივე ღარიბაშვილის დავალებებს ასრულებდნენ, საბოლოოდ კი ირანელ ბიზნესმენს აიძულეს რომ საქართველო დაეტოვებინა.

ფურიე ნაიების თქმით, წლების წინ მას სწორედ ღარიბაშვილის გარემოცვამ დაათმობინა ბიზნესები, მისი "დამუშავება" კი მოდულის შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ფული რომლის გათეთრებასაც ედავებიან, საქართველოში შემოდიოდა ლეგალური წყაროებით, ლეგალური ბიზნესისთვის. არალეგალური და დანაშაულებრივი კი იყო ის, რა მეთოდებითაც მას ღარიბაშვილის სამეგობრო აყაჩაღებდა.

ქართული ოცნება მათი ხელისუფლების პირობებში ბიზნესის რეკეტს უარყოფს და "მთავარ არხს" ბიზნესასოციაციებთან ამისამართებს იმისთვის, რომ გავიგოთ, რეალურად რა მდგომარეობაში ქვეყანაში ბიზნესი.

ოპოზიცია კი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ღარიბაშვილის პირველად იკავებდა პრემიერმინისტრის თანამდებობას და ამბობენ, რომ მაშინ პოსტიდან სწორედ მსგავსი ბრალდებებისა და კორუფციული სკანდალების გამო გაუშვეს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
"შანაეს ინსტაგრამია ეს... ვიღაც გაურკვეველმა ასე დაუსრულა სიცოცხლე..." - ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი
"გოგოებო აგურები, ქვები, ჩაქუჩები, სპრეი და რაც მოგაგონდებათ კიდევ, თან ატარეთ და თავი დაიცავითო, პოსტები მხვდება" - ნათია ფანჯიკიძის სარკასტული პოსტი
"გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული" - ლადო აფხაზავა
"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა" - ბაია პატარაია
"ოცნების" ლიდერები ერთმანეთს ფარულად უთვალთვალებენ, უსმენენ და იწერენ, რასაც ივანიშვილთან დიდი საქმის გარჩევა მოჰყვა
"საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს! სიცოცხლით სავსე ქვეყანა" - სოფო ჭყონია ავსტრალიელი ქალის საქმეზე
წამება ჩანგლით, ცხელი უთოთი, და წყლის ჭავლით - მსხვერპლი ქალაქის მთავარი ნარკოლრეალიზატორია. მფარველობს თუ არა მას პოლიცია
საუკუნის ძარცვა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში - კომპიუტერები ლეპტოპები და მობილურები, სადაც გამოძებისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები ინახებოდა, სახელმწიფო ექსპერტმა დაალომბარდა
ვახტანგ ჯავახაძემ და ბესიკ ხარანაულმა "ლიტერადან" თავიანთი წიგნები მოხსნეს
"ლიტერადან" წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა
ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
"ვიღაც კაცი მოვიდა და საჯდომზე ძლიერად დამარტყა... დაიწყო ყვირილი და შემდგომ მასტურბაცია. მე ვიყავი ძალიან შეშინებული" - როგორ გახდა კანადელი ქალბატონი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რუსთაველის გამზირის მიმდებარედ
შსს-ს განცხადება ავსტრალიელი ქალის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით
(+18) კადრები, თუ როგორ ხდებიან უცხოელი ქალბატონები თბილისის ცენტრში სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი (ტვ. პირველის ვიდეოკადრები)
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42