ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობას წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან
სპორტი - 15:08, 21 Jun, 2021     494

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნის. ინიციატივის ფარგლებში, ბორჯღალოსნები 2 და 9 ივლისს მოედანზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ.

ორივე მატჩში ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და მას რაგბის სამყარო თუ გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პანდემიის პირობებში, პირველ და მეორე შეხვედრას საქართველოსთან მართავენ, მერე კი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ერკინებიან. 17 ივლისს ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, მოედანზე კვლავაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.

„ქალთა უფლებების მხარდაჭერის გლობალურ გზავნილს ტესტ-მატჩების ფორმატში სამხრეთ აფრიკასთან კიდევ ერთხელ გავახმოვანებთ. გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ სპონსორობაზე, მხარი დავუჭიროთ გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს სოციალურ პროგრამებში და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს რაგბის კავშირისა და ყველა მორაგბისთვის კატეგორიულად მიუღებელია", - აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ასეთ მნიშვნელოვან ტესტებს ამ ლოგოთი ვითამაშებთ. ქალთა მიმართ ძალადობა მსოფლიოს პრობლემაა და მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ახლა უკვე გლობალური მასშტაბით ვუერთდებით. მთავარი სპონსორის ნაცვლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოთი გამოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია ქალთა მხარდასაჭერად", - აღნიშნავს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

„ჩვენთვის პატივია,რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაში კიდევ ერთხელ ვერთვებით და ზაფხულის ტესტების უმნიშვნელოვანეს თამაშებზე ამ გზავნილით გავალთ. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ", - აღნიშნავს ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

„მრავალი წელია, რაც რაგბის კავშირი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ამ საკითხში ჩვენ თანამებრძოლები ვართ. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნები ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ქალთა უფლებებსა და მათ გაძლიერებას უძღვნიან", - აცხადებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი

ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" - UNiTE to End Violence against Women და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeforShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამასთან, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
"შანაეს ინსტაგრამია ეს... ვიღაც გაურკვეველმა ასე დაუსრულა სიცოცხლე..." - ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი
"გოგოებო აგურები, ქვები, ჩაქუჩები, სპრეი და რაც მოგაგონდებათ კიდევ, თან ატარეთ და თავი დაიცავითო, პოსტები მხვდება" - ნათია ფანჯიკიძის სარკასტული პოსტი
"გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული" - ლადო აფხაზავა
"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა" - ბაია პატარაია
"ოცნების" ლიდერები ერთმანეთს ფარულად უთვალთვალებენ, უსმენენ და იწერენ, რასაც ივანიშვილთან დიდი საქმის გარჩევა მოჰყვა
"საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს! სიცოცხლით სავსე ქვეყანა" - სოფო ჭყონია ავსტრალიელი ქალის საქმეზე
წამება ჩანგლით, ცხელი უთოთი, და წყლის ჭავლით - მსხვერპლი ქალაქის მთავარი ნარკოლრეალიზატორია. მფარველობს თუ არა მას პოლიცია
საუკუნის ძარცვა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში - კომპიუტერები ლეპტოპები და მობილურები, სადაც გამოძებისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები ინახებოდა, სახელმწიფო ექსპერტმა დაალომბარდა
ვახტანგ ჯავახაძემ და ბესიკ ხარანაულმა "ლიტერადან" თავიანთი წიგნები მოხსნეს
"ლიტერადან" წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა
ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
"ვიღაც კაცი მოვიდა და საჯდომზე ძლიერად დამარტყა... დაიწყო ყვირილი და შემდგომ მასტურბაცია. მე ვიყავი ძალიან შეშინებული" - როგორ გახდა კანადელი ქალბატონი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რუსთაველის გამზირის მიმდებარედ
შსს-ს განცხადება ავსტრალიელი ქალის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით
(+18) კადრები, თუ როგორ ხდებიან უცხოელი ქალბატონები თბილისის ცენტრში სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი (ტვ. პირველის ვიდეოკადრები)
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42