“კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე”
განათლება - 11:18, 26 Jun, 2021     1626

უკანასკნელი წლების განმავლობაში, უცხოენოვან, ძირითადად რუსულენოვან, პუბლიკაციებსა და საჯარო გამოსვლებში სისტემატური ხასიათი მიიღო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის (ხევი, თრუსო) ისტორიის მიზანმიმართულმა დამახინჯებამ, თრუსოსა და ხევის „აღმოსავლეთ ოსეთად“ გამოცხადებამ და ამ მხარეზე აშკარა ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებამ. ამ გამოწვევებზე მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაზე “კავკასიის კარი – საქართველოს ჩრდილოეთი კარიბჭე” იმსჯელეს. კონფერენციას თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტმა უმასპინძლა.

კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის (ისტორიული ხევი, თრუსო) წარსულისა და თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა.

25-27 ივნისს მიმდინარე სამეცნიერო ფორუმის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნონ ამ რეგიონში უძველესი დროიდან დღემდე მიმდინარე რეალური ეთნო–კულტურული და ისტორიული პროცესები, წარმოაჩინონ და განსაზღვრონ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მნიშვნელობა და როლი ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორიაში, ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ინტერინსტიტუციური ურთიერთობების პერსპექტივის დასახვა და ერთობლივი კომპლექსური კვლევითი პროექტების დაგეგმვა.

კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის გიორგი ჭეიშვილი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენცია მნიშვნელოვანია მისი თემატიკიდან გამომდინარე და პანდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდა; დიდია უცხოელი მეცნიერების ინტერესი და მონაწილეობა. „მნიშვნელოვანია ისიც,რომ გახშირდა ფალსიფიკაციები, დაკვეთილი სტატიები ხევთან დაკავშირებით და ამიტომ, ეს ტერიტორია, რომელიც ოდითგანვე იყო ჩვენი ჩრდილოეთის კარიბჭე, აუცილებელია, რომ კიდევ ერთხელ მოექცეს სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ცენტრში- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. მისივე ინფორმაციით, კონფერენციის პარალელურად, დაგეგმილია გასვლითი კონფერენცია და ალპინიადა თრუსოს ხეობაში, სადაც სტუდენტები და მეცნიერები სპორტული აქტივობის პარალელურად ბევრ საინტერესო თემაზე იმსჯელებენ.
თავის მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევმა აღნიშნა, რომ კონფერენცია საზღვრისპირა რეგიონების შესწავლასა და ამ რეგიონების პრობლემატიკის მოგვარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მოგეხსენებათ, რომ საზღვრისპირა რეგიონების საკითხი აქტუალურად დგას როგორც ისტორიულად, ასევე უახლესი ისტორიის თვალსაზრისით. ეს გახლავთ კონფერენცია, რომელიც კიდევ ერთხელ, სამეცნიერო კვლევის საშუალებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შედეგებზე დაყრდნობით, იტყვის თავის სათქმელს და კიდევ ერთ ისტორიულ ჩანაწერს გააკეთებს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩართული არიან როგორც უცხოელი ღვაწლმოსილი მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევრები და მათი ჩართულობა კიდევ უფრო ზრდის ამ კონფერენციის მნიშვნელობას,“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, კონფერენცია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსი ეხებოდა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შესწავლას და თავის დროზე ითვალისწინებდა ორ ძირითად მიმართულებას: ერთი იყო კვლევითი პროექტი და მეორე უკვე საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა. დღეს დაწყებული კონფერენცია კი ჩვენს ისტორიულ კუთხეს, ხევს და მის წარსულს, დარიალის კარს ეხება, ასევე განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომელიც ხევშია და შევეხებით, როგორც ისტორიულ, ისე ეთნოგრაფიულ ასპექტებს,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

„ჩვენი არჩევანი ხევზე არ ყოფილა შემთხვევითი. დღეს ეს ტერიტორია პოლიტიკური თვალსაზრისით მწვავე რეგიონია, ხდება ხევის წარსულის გაყალბება და არაერთი ტერიტორიული პრეტენზიაა გამოთქმული ამ მშვენიერ კუთხესთან დაკავშირებით. ჩვენი კონფერენციის მიზანია, რომ პასუხი გაეცეს ამ გაყალბებულ თეორიებს და საერთაშორისო თანამშრომლობითა და მკვლევრების ჩართულობით, წარმოვაჩინოთ ის პროცესები, რომელიც ამ მხარეში მიმდინარეობდა,“- განაცხადა თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირეტორმა გიორგი ჭეიშვილმა.

კონფერენციაზე დარიალის ხეობის შესახებ მოხსენებით წარსდგა ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი აგუსტი ალემანიც. ბოლო 30 წელია ვმუშაობ და ვიკვლევ აქტიურად ამ რეგიონს. ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჩემთვის, ჩამოვსულიყავი საქართველოში პირველად და მქონოდა ურთიერთობა ქართველ მეცნიერებთან. განსაკუთრებით კი იმ თემებზე როგორიცაა დარიალის კარი და ალანების გადაადგილება. მოხარული ვარ, რომ პირადად ვეწვიე საქართველოს,“- აღნიშნა პროფესორმა აგუსტი ალემანმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოსა და საზღვარგარეთის აღიარებული სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულებებიდან კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულების გამოცდილმა და ახალბედა მკვლევრებმა მიიღეს.

კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია კონფერენციის მასალების (სტატიების) დაბეჭდვა სრულად ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც ხელს შეუწყობს კვლევების ინტერნაციონალიზაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42