ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მედიაზე თავდასხმების ტენდენციით - "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი"
პოლიტიკა - 12:36, 22 Jul, 2021     301

საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მედიაზე განხორციელებული თავდასხმების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ყველა შემთხვევა. ორგანიზაციის ევროკავშირის წარმომადგენელი ტომ გიბსონი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მოვლენებს ყურადღებით აკვირდება დასკვნების გასაკეთებლად.

„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ღრმადაა შეშფოთებული ამ თავდასხმებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ბოლომდე გამოიძიოს მომხდარი და ამასთან, მიიღოს ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება დემონსტრაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში თავისუფალი პრესის მხარდაჭერისთვის მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს და დაგვანახოს, რომ სწრაფად გამოიძიებს იმას, თუ რა მოხდა და დამნაშავეებს პასუხს აგებინებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ზოგადი ტენდენციით, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმები მატულობს“, განაცხადა გიბსონმა.

ორგანიზაცია 5 ივლისის მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც შეუმწყნარებლობით და ჰომოფობიით მოტივირებული, ულტრა-მემარჯვენე ძალები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. 55 დაშავებული ადამიანიდან, 53 ჟურნალისტი, ოპერატორი ან ფოტოგრაფი იყო. აქედან 6 დღეში, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 20-ზე მეტმა ადამიანმა 5 ივლისს დაუნდობლად სცემა, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

„ერთი, რასაც მთავრობას მოვუწოდებთ არის ის, რომ გააგზავნოს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი, რომლითაც მთავრობა ამ ძალადობას დაგმობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამართალდამცავები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვან ჟურნალისტები დემონსტრაციებზე საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“, თქვა გიბსონმა.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხია. ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია, რომ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები მათზე თავდასხმის დროს პოლიციას დახმარებას სთხოვდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა რამდენიმე შემთხვევაში „ინტერვენცია არ მოახდინეს“. „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ჟურნალისტებზე თავდასხმის უფრო ზოგადი ტენდენციაა“, თქვა გიბსონმა.

გიბსონს მიაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიის საფუძველია. „როდესაც ჟურნალისტები საკუთარ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც გამოიძიონ, რაღაც ამბავი გაიგონ და მასზე მასალა მოამზადონ, მათი უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. საქართველოში - და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში - იმას ვხედავთ, რომ მთავრობა არ იღებს ყველა საჭირო ზომას პრესის თავისუფლების დასაცავად და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფაქტების დადგენაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებების გამოძიებაში, ისინი საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე მუშაობენ იმისთვის, რომ ხალხს ინფორმაცია მიაწოდონ. „ეს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს პროცესებში ჩაერთონ. თემები, რომლებზეც ჟურნალისტები მუშაობენ, შეიძლება იყოს სადავო, ან მთავრობისთვის მგრძნობიარე. შესაბამისად, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ ამ მაცნეებს შეუფერხებლად და სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების სრული გარანტიით მუშაობის საშუალება ჰქონდეთ“, აცხადებს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი.

მედიაზე ძალადობის და მძიმედ ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მთავრობის მიერ საქმის არამართებულად წარმოების გასაპროტესტებლად საქართველოში უპრეცედენტო ფორმის პროტესტი გაიმართა. ოთხმა დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ მედიის წიანააღმდეგ ძალადობის დაგმობის მიზნით, 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა. მედია მთავრობის გადადგომას და ძალადობის ორგანიზატორების გასამართლებას ითხოვთ. გიბსონი კონკრეტულად საქართველოს სიტუაციის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ აცხადებს, რომ „ჟურნალისტები არიან ის ძალა, რომელსაც რომელიმე საკითხზე საზოგადოებაში ფართო დისკუსიის დაწყება შეუძლია. მათ შეუძლიათ წამოიწყონ განხილვები იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ. სოლოვაკეთში იან კუსაკის და მალტაში დეფნი კარუანა გალიზიას მკვლელობებმა, რომლებიც კორუფციის საკითხებზე მუშაობდნენ, ამ ქვეყნებში საზოგადოების მსგავსი დებატები გამოიწვია. დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ჟურნალისტები მეტად იყვნენ დაცულნი იმისთვის, რომ მათ ამ კრიტიკული საქმის გაკეთება შეძლონ. მაშინ ხალხი შოკირებული იყო. ჩვენ ცხადია, არ გვსურს ვიხილოთ სადმე ჟურნალისტის მოკვლა სანამ რამე გაკეთდება. მთავრობამ დადებითად უნდა იმოქმედოს პრევენციული ზომების მისაღებად იმისთვის, რომ ჟურნალისტები უკეთ დაიცვას“.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს სამი მისია აქვს: ჟურნალისტების დაცვა, კვლევა და მათი ფიზიკური დაცვის მხარდაჭერა. ორგანიზაცია აწარმოებს ფაქტების გამოვლენას და შემდეგ ამ ინფორმაციის როგორც ქვეყნების მთავრობებისთვის, ასევე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსთვის მიწოდებას. ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე ჟურნალისტებისთვის სისტემატურად აქვეყნებს ინფორმაციას იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლიათ საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, იქნება ეს რისკების შეფასება თუ ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების ზომების მიღება.


წყარო: ამერიკის ხმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42