ქალ დეპუტატებზე ძალის გამოყენების ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარის დუმილი ძალადობას ახალისებს - ენჯეოებისა და პარტიების ერთობლივი განცხადება 18 ივლისს მომხდართან დაკავშირებით
პოლიტიკა - 15:21, 22 Jul, 2021     512

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები 18 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებას ძალის გამოყენებად აფასებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ოცნების დეპუტატებმა ოპონენტი ქალების მიმართ ძალა გამოიყენეს, რისი ამსახველი ვიდეო კადრებიც ტელევიზიებმა გაავრცელეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დუმილი მომხდართან დაკავშირებით მიუღებელია და ძალადობას ახალისებს. მიმართვას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"2021 წლის 18 ივლისის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინათინ ბოკუჩვასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს. აღსანიშნავია, რომ ლევან მგალობლიშვილი ანა წითლიძესა და თინათინ ბოკუჩავას ფიზიკურად უზღუდავდა გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო ამ უკანასკნელს წაართვა საპროტესტო პოსტერი. აღნიშნულის დამადასტურებელი კადრები გაავრცელა ყველა მედია საშუალებამ.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მრავალი წელია ვიბრძვით გენდერული თანასწორობისათვის. შალვა პაპუშვილის და ირაკლი ზარქუას მიერ პოლიტიკოსი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა აზრს უკარგავს თანასწორობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას. საქართველოს არც ერთი მოწვევის პარლამენტში მსგავს ძალადობრივ ფაქტს ქალი დეპუტატების მიმართ არ ჰქონია ადგილი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტის წევრებმა საჯაროდ და დემონსტრაციულად წაახალისეს ქალის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა; აჩვენეს საზოგადეობას, რომ ქალის “მიუღებელი” პროტესტი შესაძლოა კაცმა ფიზიკური ძალით ჩაახშოს. სამწუხაროდ, პარლამენტში სისტემური სახე აქვს ქალების მიმართ სექსისტურ გამონათქვამებსა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულას. ეს ძალადობრივი ქმედებები ჩრდილს აყენებს ნებისმიერ კანონს, რომელიც პარლამენტს მიუღია ქალთა უფლებების გასაძლიერებლად, რადგან საკანონმდებლო ორგანოშივე საჯაროდ ხდება მათი გათელვა გამოვლენილი ფიზიკური ძალადობით, ძალადობის ფაქტის არაღიარებით, დუმილით ან გამართლებით.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არც კი აცნობიერებენ საკუთარი მოქმედების ძალადობრივ ხასიათსა და არსს. სამწუხაროდ, არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც; მისი აზრით “არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ.” მოგეხსენებათ, რომ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სწორედ ეთიკის საბჭოს წევრებმა უნდა შეაფასონ.

მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის დუმილი და უმოქმედობა აღნიშნულ პრობლემაზე, უფრო მეტიც, ეს ძალადობას ახალისებს. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა - შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:

  • ქალთა მოძრაობა
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო
  • ქალები საქართველოდან
  • კავშირი „საფარი“
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • ფონდი ტასო
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • სამართლიანი არჩევნები (ISFED)
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • თბილისი პრაიდი
  • თანასწორობის ცენტრი
  • სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი
  • კავშირი ფრეია
  • ახალგაზრდა ფემინისტები
  • We 4 education
  • ფემინა
  • პროგრესის ცენტრის
  • წითელი ხაზები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • პოლიტიკური მოძრაობა „დროა“
  • რესპუბლიკური პარტია
  • პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის"
  • პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"
  • პარტია „სამართლიანობისთვის“
  • პარტია „საქართველოსთვის“
  • პარტია „კანონი და სამართალი“
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
  • თავისუფალი დემოკრატები
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ევროპელი დემოკრატები"
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
"შანაეს ინსტაგრამია ეს... ვიღაც გაურკვეველმა ასე დაუსრულა სიცოცხლე..." - ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი
"გოგოებო აგურები, ქვები, ჩაქუჩები, სპრეი და რაც მოგაგონდებათ კიდევ, თან ატარეთ და თავი დაიცავითო, პოსტები მხვდება" - ნათია ფანჯიკიძის სარკასტული პოსტი
"გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული" - ლადო აფხაზავა
"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა" - ბაია პატარაია
"ოცნების" ლიდერები ერთმანეთს ფარულად უთვალთვალებენ, უსმენენ და იწერენ, რასაც ივანიშვილთან დიდი საქმის გარჩევა მოჰყვა
"საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს! სიცოცხლით სავსე ქვეყანა" - სოფო ჭყონია ავსტრალიელი ქალის საქმეზე
წამება ჩანგლით, ცხელი უთოთი, და წყლის ჭავლით - მსხვერპლი ქალაქის მთავარი ნარკოლრეალიზატორია. მფარველობს თუ არა მას პოლიცია
საუკუნის ძარცვა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში - კომპიუტერები ლეპტოპები და მობილურები, სადაც გამოძებისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები ინახებოდა, სახელმწიფო ექსპერტმა დაალომბარდა
ვახტანგ ჯავახაძემ და ბესიკ ხარანაულმა "ლიტერადან" თავიანთი წიგნები მოხსნეს
"ლიტერადან" წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა
ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება
"ვიღაც კაცი მოვიდა და საჯდომზე ძლიერად დამარტყა... დაიწყო ყვირილი და შემდგომ მასტურბაცია. მე ვიყავი ძალიან შეშინებული" - როგორ გახდა კანადელი ქალბატონი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რუსთაველის გამზირის მიმდებარედ
შსს-ს განცხადება ავსტრალიელი ქალის სავარაუდო მკვლელობასთან დაკავშირებით
(+18) კადრები, თუ როგორ ხდებიან უცხოელი ქალბატონები თბილისის ცენტრში სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი (ტვ. პირველის ვიდეოკადრები)
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42