სირცხვილიას ოფისი არ დარბეულა, სადარბაზო იყო, სამწუხაროდ ლაშქარავას სცემეს - გომელაური
პოლიტიკა - 23:23, 22 Jul, 2021     840

შინაგან საქმეთა მინისტრი , ვახტანგ გომელაური აცხადებს რომ, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სირცხვილიას ოფისი "არ დარბეულა".

"ერთი თემა იყო, სამწუხაროდ, რაც მოხდა, ლექსო ლაშქარავასი"- ამბობს იგი და ამტკიცებს, რომ ოფისში არაფერი გაფუჭებულა.

„იქ პოლიციური დანაყოფი იდგა, მაგრამ არ იყო საკმარისი, რომ 500 კაცი შეეჩერებინა. გაჟღერდა, რომ სირცხვილიას ოფისი დაარბიეს. ოფისი არ დარბეულა, საერთოდ არაფერი არ გაფუჭებულა იქ. ერთი იყო სადარბაზო., ესაა სადარბაზო. სადარბაზოში ცხოვრობს 20 ოჯახი, არის სხვადასხვა ოფისი. თვითონ სირცხვილიას ოფისში კარებთანაც კი არავინ მისულა. ერთი თემა იყო, სამწუხაროდ, რაც მოხდა, ლექსო ლაშქარავასი, სადარბაზოსთან მოხდა ეს ფაქტი, მისი ცემის ფაქტი, ეს ხალხი როცა მივიდა და იძალადეს ჟურნალისტებზე. სადარბაზოს კარები შეამტვრიეს, პოლიციაც მივიდა უკვე მაგ დროს. ჟურნალისტები გამოიყვანეს და მეორე სართულზე გააჩერეს ეს ხალხი. ეს ხალხი არ ასულან ზევით ოფისამდე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა პოლიციას რეაგირება სირცხვილიას ოფისთან კონსტანტინე მორგოშიას ძალადობრივ ქცევებზე, გომალაური პასუხობს, რომ მთავარი მოქალაქის უსაფრთხოებაა და ამიტომაც პოლიციელებმა დეესკალაციის გზას მიმართეს.

„პირველ რიგში ამოცანა არის პოლიციის, რომ როცა საფრთხეა, მოქალაქე გამოარიდოს და გამოიყვანოს. და არა დაკავებები დაიწყოს. მეორე თემაა დეესკალაცია - როცა არის მასების მართვის თემა - სწორია დეესკალაციისკენ წაყვანა. რომ ვკითხე ამ ადამიანებს, რატომ შეატარეს, რატომ შეიხედა სადარბაზოში ამ მორგოშიამ თუ ვინც არის, თქვეს, რომ არ მიდიოდნენ უკან. არ ტოვებდნენ თემას. აი, მანდ არიან, სადარბაზოში ჰყავთ დამალულები და ვუთხარი, აი, შეიხედეთ, არავინ არ არის და წადით ახლა. მოვიდნენ, ნახეს თემა და მოხდა ამათი უკან დაბრუნება", - ამბობს გომელაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42