ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე "ინგოროყვას" კლინიკიდან მეძიძური კოვიდდადებითი პაციენტი წვიმაში გარეთ გამოაგდეს.
როგორც"ნიუპოსტს" პაციენტი უყვება, 85 ჰქონდა სატურაცია, როცა სასწრაფოს ბრიგადამ "ინგოროყვას" კლინიკაში გადაიყვანა. იქ მისულს მორიგე ექიმმა მოსთხოვა ცნობა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კოვიდდადებითი პაციენტი იყო. როგორც მან კლინიკის წარმომადგენლებს განუცხადა, მისი კოვიდისტორიის ნახვა პორტალზე იყო შესაძლებელი. ამის საპასუხოდ, "ინგოროყვას" კლინიკის ექიმმა უპასუხა, რომ " მეტი საქმე არ აქვს, პორტალზე ეძებოს, ვის აქვს კოვიდი და ვის არა". ამიტომ, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და როგორც ექიმმა განუცხადა, პასუხი უარყოფითია.
თუმცა, ტესტი არც სასწრაფო ექიმს აჩვენა და არც პაციენტს, რადგან " არვისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი".
როგორც პაციენტი აცხადებს, სასწრაფოს მედიკოსმა და სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ერთმანეთში იკამათეს და როგორც იქნა, პაციენტი შეუშვეს კლინიკაში და ჟანგაბდზე შეართეს.
თუმცა, როგორც კი წავიდა სასწრაფო ,7-8 წუთში, მოაგლიჯეს ჟანგბადი და წვიმაში გამოაგდეს.
"კოვიდი დამიდასტურდა 22 ივლისს. ვარ ასთმიანი მეძიძური დედა, რაც ნიშნავს, რომ ვარ რისკჯგუფში. დღეს, 24 ივლისს დავმძიმდი. სასწრაფო ბრიგადამ 85 სატურაციით გადამიყვანა , რადგან ჟანგბადზე შეერთება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. კლინიკაში მისულებს მორიგე ექიმმა მოითხოვა ცნობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ კოვიდდადებითი პატიენტი ვარ. ვუთხარით, რომ პორტალზე შეეძლო ენახა, მან კი გვიპასუხა, რომ მეტი საქმე არ ჰქონდა პორტალზე მოეძებნა, ვის აქვს კოვიდი და ვის არა. რა გაეწყობოდა, გავიტესტე თავიდან სწრაფი ტესტით და მითხრა, რომ არ მაქვს კოვიდი, თუმცა ტესტი არც მე მანახა და არც სასწრაფოს ექიმს. სასწრაფოს ექიმმა და მორიგე ექიმმა ერთმანეთში იკინკლავეს, ბევრი იჩხუბეს და როგორც იქნა დამაწვინეს. ვიფიქრე ვისუნთქებდი და ჩემს 7 თვის შვილს დედა არ მოუკვდებოდა, თუმცა როგორც კი სასწრაფოს ბრიგადა წავიდა, დაახლოებით 7-8 წუთში, შემოვიდა ექიმი, მომგლიჯა ჟანგბადის აპარატი და მითხრა , რომ გაურკვეველი პაციენტი ვარ და მივრძანდე სახლში. ასე აღმოვჩნდი 85 სატურაციით კოვიდდადებითი პაციენტი წვიმაში გარეთ", - ამბობს პაციენტი , ნანა ბიბლაია "ნიუპოსტთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები