საქართველოს ბანკისა და GEC-ის სპეციალური შეთავაზება ფინტექ კომპანიებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:41, 26 Jul, 2021     1436

საქართველოს ბანკმა ფინტექ მიმართულების ბიზნესებს მორიგი შეთავაზება მოუმზადა. ამიერიდან საკონსულტაციო კომპანია GEC ბანკის პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ბიზნესმოდელის განხილვის მიმართულებით უფასო კონსულტაციებსა და 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. GEC-ის შეთავაზება ვრცელდება ისეთ სერვისებზე, როგორიცაა: ბიზნესგეგმა და ინვესტორთან წარსადგენი პრეზენტაცია (Investor Pitch), ფინანსური მოდელირება, ბიზნესმოდელირების ვორქშოპი და ზრდის სტრატეგია (Upscaling).

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3y5KPdu

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას და სხვადასხვა შეთავაზებებით უპასუხოს მათ მოთხოვნებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიებთან. საკონსულტაციო კომპანია GEC-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები მათთვის საჭირო და მრავალფეროვან სერვისებზე ამიერიდან უფასო კონსულტაციებითა და სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ამ და სხვა პროექტებით ჩვენ ვაგრძელებთ ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფინტექ ინდუსტრიის მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საკონსულტაციო კომპანია GEC საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. 2010 წლიდან კომპანიამ წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიის მცირე, საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებთან.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://gec-consulting.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42