ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს. ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე - თალაკვაძე სუს-ის ჩანაწერებზე
პოლიტიკა - 12:29, 02 Aug, 2021     1185

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სუს-ის ჩანაწერების სკანდალთან დაკავშირებით მედიასთან გააკეთა კომენტარი და მას "ფეიკ ნიუსი" უწოდა. მისი განმარტებით, ძალიან მარტივია დაწერო, ერთმა კონკრეტულმა პირმა მეორეს რა უთხრა, გვარამიას ქმედება კი სენსაციის გამოწვევაა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში სჭირდება:

„ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი’ გავრცელებული იმ არხისგან და იმ ე.წ. მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ გახსოვთ, რომ ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც არ არის გასაკვირი, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებით ახდენს დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ. რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი „ფეიკ ნიუსი“, ვინაიდან სინამდვილეში ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს. ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ.-ს და გ.ნ.-მ რა უთხრა ბ.ნ.-ს. ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღებიდან, რომ გადაცემა დაიწყო წინასწარი დაზღვევით, მან თქვა, მტკიცებულებებს და დეტალებს ნუ მომთხოვთ, რომ ეს მართლაც ხდებაო. როცა ასეთი განცხადებით იწყება ბრიფინგი, ეს ემსახურება სენსაციას. თუ ვინმესთვის მართლაც გახდა ცნობილი რაიმე კანონდარღვევის შესახებ ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, ის კანონით ვალდებულია ასეთი მტკიცებულებები მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს ტელევიზიის ეთერში ჭორაობის და ამ ტექსტების კითხვის ნაცვლად. ვერც ერთი ქვეყნის ტელევიზიის ეთერში ვერ ნახავთ ადამიანს, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მედიამენეჯერი იყოს, იჯდეს ეთერში და კითხულობდეს ტექსტებს. მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის და მეგობრების მიმართ ვნახეთ „ფეიკ ნიუსები“, ესეც არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია - ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც სისტემურ დანაშაულების აქვს მთავარი წვლილი და დღეს არის ამოფარებული ჟურნალისტებს. ორ მედიასაშუალებას უნდა ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა სახელმწიფო უწყებამ, ორგანიზაციამ იმუშაოს ეფექტურად და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ჩანაწერები, სადაც აღწერილია, როგორ უთვალთვალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42