ნათია თურნავა: "ვიმედოვნებთ, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას"
პოლიტიკა - 15:18, 02 Aug, 2021     992

2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ. შესაბამისი დადგენილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, პროგრამის დეტალებზე კი ნათია თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების ახალი პროგრამა გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც პირველი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი.

„შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში ასეთმა ოჯახმა შეიძლება მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200 000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ იმ ოჯახებისთვის, რომელსაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, ბანკის სესხის პროცენტის თითქმის ნახევარს სახელმწიფო დაფარავს, მაგალითად, პირობითად, თუ დღეს კომერციული ბანკისგან 12 პროცენტში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6 პროცენტი იქნება ჩვენ მიერ სუბსიდირებული, ხოლო თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში პროცენტის თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი - დაახლოებით 8 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი, დაახლოებით 4 პროცენტში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.

„ასეთ ოჯახებსაც პირველი სექტემბრიდან 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ მიმართონ ბანკს, აიღონ სუბსიდირებული სესხი, შეიძინონ საცხოვრებელი ფართი და აქაც სახელმწიფო საბანკო პროცენტის დაახლოებით ორ მესამედს დაასუბსიდირებს, ანუ მიახლოებით ესეც 4 პროცენტიანი სესხი იქნება" - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42