ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს
პოლიტიკა - 14:17, 03 Aug, 2021     1135

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ის უკვე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შარაბიძეს და თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც დაიგეგმა და მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც მე ვასრულებდი თავმჯდომარის მოვალეობას. განვიხილეთ ყველა საკითხი, მომავალი გამოწვევები. ვუსურვებ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“,-განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ მიმდინარე აქტივობებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საქმიანობებზე. მე უკვე ვერთვები ყველა იმ აქტივობაში, რომელიც დაგეგმილი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ სარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზეც. მე გიორგი შარაბიძეს გავუზიარე ჩემი ხედვა გამჭვირვალობის საკითხებისა და იმ ამოცანებზე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, მათ შორის არის უწყვეტი ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების საკითხის გაძლიერება/განვითარება და ინკლუზიურობის და ჩართულობის ხარისხის მაქსიმალური ზრდა“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კალანდარიშვილმა თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა დღეიდან დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა ის გუშინ, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აირჩია.

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.

პროფესიით იურისტი გიორგი კალანდარიშვილი არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილე იყო, მას მიღებული აქვს განათლება საარჩევნო, სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42