განათლების სამინისტრო: ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ არსებობდა
პოლიტიკა - 20:06, 12 Jan, 2015     4204

განათლების სამინისტრო ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით უმცირესობის წევრები განცხადებებს პასუხობს.

"2011 წლის ნოემბერში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ კომპაქტის მოსამზადებელი მოლაპარაკებების პერიოდში (MCC) ოფიციალურად აცნობა საქართველოს მთავრობას, რომ კორპორაციამ არ დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ბათუმში ცალკე მდგომი (standalone) ახალი უნივერსიტეტის გახსნას.

ე.წ.ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ არსებობდა, არ იყო დარეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი, არ ჰყოლია და არ ჰყავს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

არსებობს მხოლოდ შენობა, რომლის აშენებაც დააფინანსა საქართველოს წინა მთავრობამ და ამ შენობასთან აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გამოყოფილი დაფინანსება კავშირში არ არის.

საქართველოსა და აშშ-ს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს დაუმტკიცა 140 მლნ აშშ დოლარის გრანტი (კომპაქტი) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში პროექტების განხორციელებისთვის. შედეგად, 2014 წელს საქართველოში შემოვიდა აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი აკადემიური წლიდან ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს იწყებს საინჟინრო სპეციალობებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის შედეგად მოხდება თანამედროვე ლაბორატორიების გახსნა, არსებული ლაბორატორიების რეაბილიტაცია და აღჭურვა, პროფესორ-მასწავლებლების მომზადება.

პროექტის შედეგად საქართველოში სტუდენტი მიიღებს ამერიკულ განათლებას და კურსდამთავრებულებზე გაიცემა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი.

აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დამტკიცებული ორეტაპიანი, საერთაშორისო ტენდერის შედეგად განათლების სფეროს უცხოელი და ქართველი მკვლევრებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულად.

პროექტის ბიუჯეტია 30 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც კომპაქტიდან დაფინანსდება. აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა 2013 წლის 6 თებერვალს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ. ტენდერში მონაწილეობდა აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტი, მათ შორის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისურის უნივერსიტეტი, ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტი (NCSU), ობურნის უნივერსიტეტი (AU). ტენდერის ბოლო ეტაპზე გადავიდა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტი (NCSU), ხოლო ტენდერის ბოლო ეტაპზე გავიდა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU)", - აღნიშნულია განცხადებაში.

სერგო რატიანი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის გასხვისების ფაქტს გადაწყვეტილებას“ქართული ოცნების” დანაშაულად აფასებს. მისი თქმით, ამ ქმედებით მთავრობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში საერთაშორისო დონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხოლო ბათუმის, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრის იდეის პერსპექტივას სპობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
1 ივლისიდან დენის ქვითარს “თელმიკოსგან” და “ეპი ჯორჯიასგან” მიიღებთ - რა ცვლილებები მოხდა ელექტროენერგიის მიწოდებაში
კაცი თავის შეყვარებულს ოთახში 10 წელი მალავდა
სალომე ზურაბიშვილი Astrazeneca-ს მეორე დოზით აიცრა
"უკრაინა ძალის მეშვეობით უნდა დავიბრუნოთ" - პუტინის ყოფილი თანაშემწე
"აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - პუტინი
ბათუმში ხიდი იმ დროს ჩავარდა, როცა სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა
12 ივნისს "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი“ გაიმართება
ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას
სელფის გადაღების დროს 21 წლის გოგონა “Москва-Сити”-ის 86-ე სართულიდან გადმოვარდა
რატომ არ დაუშვეს 3 რუსი სპორტული ჟურნალისტი EURO-2020-ზე
"დედას ვუტირებ, აქედანაც ვიბრძოლებ" - გოგი წულაიას ზარი ციხიდან
"სალოცავის გვერდზე ვიყავით... იქ მოვიდნენ ჩვენიაო - რას ყვება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გერონტი პაპიტაშვილი
სროლა ჯორჯიაში - დაჭრილებს შორის 2 და 13 წლის ბავშვები არიან
ქუთაისის ნაწილს დენი არ მიეწოდება - პარალიზებულია მერია, სავაჭრო ობიექტები, გამორთულია შუქნიშნები
საინტერესო ამბები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42