„მიირთვი და ისევ მესტუმრები“ - მარტივად მოსამზადებელი თევზის კერძი
კულინარია - 20:57, 30 Aug, 2015     5412
ამ რეცეპტის მთავარი მომხიბვლელობა და სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ კერძის მოსამზადებლად სამად-სამი ინგედიენტია საჭირო, რომელთაგანაც ორი, როგორც წესი, ყოველთვის მოგეპოვებათ: თევზის ფილე (დროის არმქონე ქალებმა რომ არ იწვალოთ, ჩაირბინეთ უახლოეს სუპერმარკეტში და გაწმენდილ-გასუფთავებული ფილე ამოარბენინეთ. ნებისმიერი თევზი გამოდგება, პალტუსი სჯობს, რომელიც საკმაოდ ცხიმიანია), მაიონეზი (ოდნავ მოტკბო მაიონეზი ჩვეულებრივზე ბევრად მეტად უხდება) სტაფილო. ვგულისხმობ, რომ მარილი და პილპილი ყველა სამზარეულოში დევს.
ვიღებთ თევზის ფილეს, ვჭრით პორციულ ნაჭრებად - მართკუთხედებად, კვადრატებად, ერთი სიტყვით, თქვენი გეომეტრიული ხედვისა და მადის მიხედვით. ვალაგებთ ცხიმწასმულ, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. გავხეხოთ სტაფილო, ჩავურიოთ მაიონეზი (მაიონეზისა და სტაფილოს ოდენობა - გემოვნებით), დავამატოთ პილპილი და მარილი, კარგად ავურიოთ. და აი, ეს მასა გავანაწილოთ თევზის ნაჭრებზე. შევდგათ ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავზე ოქროსფერი ქერქის გაკეთებამდე. დაახლოებით, 80-100 წუთით და დავივიწყოთ.წადით, თამამად მიხედეთ საქმეებს, თავისუფლად მოასწრებთ სახლში მტვრის გადაწმენდას, თმის შეღებვას, სერიალის ყურებას, რამდენიმე სატელეფონო ზარსაც... დაჯექით სამზარეულოში და პერიოდულად უშიშრად შეიჭყიტეთ ღუმელში - შეამოწმეთ, ხომ არ დაიბრაწა. გულით რომ მოინდომოთ, ვერაფერს დაუშავებთ!კიდევ ერთი რჩევა: ამ თევზს გარნირად უბრალოდ მოხარშული ბრინჯიც უხდება, განსაკუთრებით, თევზის სიმცირისა და სტუმრების სიმრავლის პირობებში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42