ბერნარდ კუშნერი საპარტნიორო ფონდს ეწვია
საზოგადოება - 18:42, 20 Nov, 2015     1271

საპარტნიორო ფონდს ეწვია საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, "გლობალური ალიანსის" (Global Alliance for Health and Social Compact) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე" დამფუძნებელი ბერნარდ კუშნერი, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.

სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, „გლობალური ალიანსი“ (Global Alliance for Health and Social Compact) სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელებაზე საპარტნიორო ფონდის კონსულტანტია. ფონდმა კონსულტანტებთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა და ამჟამად კლინიკებისა და ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებებზე მუშაობს.

საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო კონსულტანტთან (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ბაზარი, შესაბამისი კლინიკების ფინანსური, ტექნიკური და საოპერაციო მდგომარეობა შეისწავლა. ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ასევე მომზადდა სამედიცინო კლინიკების განვითარების სახელმწიფო და კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომლის განხორციელებაზე ფონდი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

ფონდის მენეჯმენტმა ბერნარდ კუშნერთან შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობა განიხილა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბერნარდ კუშნერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში 3 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ასევე ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ დასახულ პრიორიტეტებს და სამომავლო ღონისძიებებს. ბერნარ კუშნერმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა კლინიკების განვითარების პროექტში კონსტრუქციული თანამშრომლობის გამო და აღნიშნა, რომ პროფესიით ექიმების, მისი და დავით საგანელიძის ხედვები ერთმანეთს დაემთხვა.

სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42