ოზურგეთში ძველი სავარჯიშო გირების მასიური ქურდობებია
კრიმინალი - 13:18, 17 Dec, 2015     20708

მიმდინარე თვის დასაწყისიდან, ოზურგეთში არსებული რამდენიმე სპორტული დაწესებულებებიდან სავარჯიშო გირები მოიპარეს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ფაქტი დაადასტურა სარაგბო კლუბ "არწივების" ხელმძღვანელი, თენგიზ კალანდაძეა.

„9 დეკემბერს ჩვენი დარბაზიდან 4 გირა მოიპარეს. აქედან 2 32-32 კგ-ს იწონიდა, 2 კი, 16-16 კგ-ს. ოთხივე ძველი გირი იყო. რაღაც ხდება აშკარად, გავიგეთ, რომ იბარებენ ძველ გირებს, მაღალ ფასებში და ალბათ ამიტომ, თორემ ვინმეს ეს სავარჯიშოდ დასჭირვებოდა და ამ მიზნით წაეღოთ, არა მგონია. მე დავრეკე თბილისში, სპორტული ინვენტარის მაღაზია „იმედში", რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და 4 გირა რომ ვიყიდო, თანამედროვე, ერთი კგ-ს ფასი არის 5 ლარი. საერთო ჯამში დამიჯდება 490 ლარი. მომხდარის შესახებ შევატყობინეთ პოლიციას. ადგილზე იმყოფენოდნენ კრიმინალისტებიც“, -გვითხრა კალანდაძემ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარჯიშო გირები ასევე წაღებულია ყოფილი სასპორტო სკოლიდან და ე.წ რუდოს დარბაზიდან, სადაც ასევე ძველი გირებით ვარჯიშობდნენ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ძველ სავარჯიშო გირებს კერძო კოლექციონერები იბარებენ და მისი ფასი შავ ბაზარზე, საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ, ამას უკავშირდება გახშირებული ქურდობებიც.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ქურდობების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 177 მუხლით-ქურდობა.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ... ეს მე მეხება და ჩემი ჭკუაც მოვტ..ან - რას წერს ისტორიკოსი გუგა სამხარაძე
როგორ გამოეხმაურა გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს
ქუჩები, სადაც 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე" - პრეზიდენტი
საყიდელი პროდუქტების სია დამავიწყდა და სუსში დავრეკე, ძალიან დამეხმარნენ - ფადი ასლი
შესაძლოა, საქართველოში შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ჩამოვიდეს
ხანძარი ათენში - კვამლის ღრუბლები საბერძნეთის დედაქალაქის თავზე (ვიდეო)
საუბრისას არ გამოიყენოთ WI-FI - ნიკა გვარამიას გაფრთხილება
"ქიმიოთერაპია მიტარდება... ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი" - ლევან ვასაძე
ცესკო-მ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია
თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა - სებ-მა ახალი კურსი დაადგინა
ღარიბაშვილი მედიას: ყველა თქვენს დაძახილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია - ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42