"დაიცავი კონსტიტუციაში" შემავალი ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიისთვის შენიშვნების გადაგზავნას გეგმავენ
09 May, 2017
NewPosts

დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში მომუშავე ოპოზიციური პარტიები აშშ-ში მცხოვრებ კონსტიტუციონალისტს, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს, მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრებიან. პროფესორმა ოპოზიციონერებს საკუთარი ხედვები გააცნო და კონსტიტუციის ახალი ვარიანტი არასამართლიან დოკუმენტად შეაფასა.

ნაკაშიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მმართველ გუნდს დიდი ძალაუფლება მიენიჭება და მისი დაბალანსება რთული იქნება.დაიცავი კონსტიტუციაში შემავალი პარტიები გეგმავენ, რომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციებსა და შენიშვნებს თავი მოუყარონ და ვენეციის კომისიას წარუდგინონ.

ნიკა რურუას განცხადებით, აღნიშნული კონსტიტუციური დოკუმენტის ძალაში შესვლის შემთხვევაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდება.

„შეკავებისა და ურთიერთბალანსის მთლიანად მოიშლება, რომელიც ისედაც სუსტია ჩვენს კონსტიტუციაში, თუ ეს ცვლილებები გავიდა. ფაქტობრივად ნიშნავს ერთპიროვნულ მმართველობას საქართველოში, რაც იქნება წინაპირობა უამრავი ცუდი გადაწყვეტილებისა. ამას თავად ხელისუფლების წრეებში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ყველაფერი ქინება ერთ ხელშ და ყველაფერი იქნება გაუკონტროლებელი“, - აცხადებს ნიკა რურუა.

სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მოსახლეობას შეახსენებს, რომ ახალი კონსტიტუციის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ხმის მიცემის უფლება წაერთმევათ.

„მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ თქვენ აღარ მოგისმენენ მომოავალში, რადგან თქვენს არჩევანს აზრი არ აქვს, ვეღარ მოახდენს ზეგავლენას ხელისუფლების ჩამოყალიბებასა და ცვლაზე. ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, სადაც პრეზიდენტს აღარ ავირჩევთ, ვიღებთ კონსტიტუციას, სადაც 30 პროცენტით შეიძლება უმრავლესობაში იყოს რომელიმე პოლუტიკური პარტია, შესაბამისად მათ აღარ ექნებათ ანგარიშვალდებულება ხალხთან“, - აღნიშნავს ვაშაძე.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ მთავრობა „ნაჭუჭში“ იკეტება. ხოლო ოპოზიცური პარტიები ხალხთან შეხვედრით, მათ მობილიზებას ახდენენ.

„საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება იკეტება თავის ნაჭუჭში და მხოლოდ ასე ასე შეიძლება შეფასდეს ის სახალხო განხილვები, რომელსაც ხელისუფლება აწყობს რაიონებში თავისივე აქტივთან ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღისწესრიგით მუშაობას, ერთის მხრივ ვმუშაობთ ქართულ საზოგადოებასთან და ამ შეხვედრების მიზაი არის ქართული საზოგადოების დარაზმვა“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.