არასამთავრობოების საგანგებო განცხადება რუსეთის მოქალაქეების ვიზების დაწესებაზე

პოლიტიკა 1660719980

რუსული პასპორტი

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, რომ უსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ სავიზო რეჟიმი დაწესდეს. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ და წერენ, რომ მოსკოვმა უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

"მიგვაჩნია რომ, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი  და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს,  გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება.  გარდა ამისა,  აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდიადამიანის უფლებათა ცენტრიმედიაომბუცმენისირცხვილიასაქართველოს პენცენტრისამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასამართლიანი არჩევნებითანასწორობის მოძრაობაუფლებები საქართველოქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG  ევროპის ფონდიადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისოობსერვატორიასაფარიდემოკრატიის მცველებისოციალურ მეცნიერებათა ცენტრისაქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)მწვანე ალტერნატივადემოკრატიის ინდექსი – საქართველოპლატფორმა “გამზირი”ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯიასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივაSEED საქართველოსამირა ბაირამოვასაქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიც უერთდებაეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიმიხეილ გელაშვილიმარიამ მაგულარიაარჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” დამფუძნებელი წევრი,  ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს” (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850