„შეწირული პაიკი შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს“ - დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა 1660728967

დიმიტრი ხუნდაძე

"ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ დღეს იმაზე რთულია ვითარება, ვიდრე ეს გარედან ჩანს ან მათ განცხადებებში იკითხება.

"ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მკვეთრი განცხადებები თუ დაფიქსირებული პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და მეტს არაფერს. არადა, აქამდე უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ჩვენი ნათქვამი სიმართლე. ომის რიტორიკა დღემდე გრძელდება, არადა, ვითომ აქამდე არც კი ყოფილა და ჩვენი კითხვებიც თითქოს უსაფუძვლო იყო.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებული 6 თვიანი ვადა საეჭვოდ მივიჩნიეთ, რისთვისაც „გაგვიარ-გამოგვიარეს“, შემდეგ თვითონ ევროპის საბჭომ შეცვალა და ეს დრო გაახანგრძლივა. მოსამართლე ჩხიკვაძის აშშ-ში ვიზიტიდან „ჩახსნა“ რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამო მოხდა, რაზეც ჩვენ ეჭვი გამოვთქვით, თავად მოსამართლემ დაადასტურა. დადასტურდა კელი დეგნანისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაც, თუმცა კითხვად რჩება, რატომ გახდა დასამალი შეხვედრაც და შემდგარი საუბრის შინაარსიც? საფრთხე დასმულ კითხვებში კი არ არის, არამედ გაუცემელ, დამალულ პასუხებში,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, რთული სვლები კეთდება და მოგებისთვის ბევრი პაიკი შეეწირება.

„სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საელჩოს მიმართ გამოთქმული შენიშვნები და ეჭვები დღეს თითქოს ყველასათვის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც საბოლოოდ ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს კატეგორიულად არ გაიზიარებენ, თანაც არგუმენტირებულად, ხომ ისევ მართლები აღმოვჩნდებით? და თუ გაიზიარებენ, მერე ნახეთ პოლიტიზებული და უსამართლო სასამართლო. დოკუმენტი ინგლისურად წაიკითხეთ და ასეთი მკაცრი არ მოგეჩვენებათო, გვიპასუხეს. ქართულად რომ ცუდის მომასწავებელია და შემდეგ ფაქტის წინაშე დავდგებით, რა ვქნათ? არაქართულად „გავატაროთ“ და დავუბრუნდეთ წარსულს? რუსული ხელფასის მქონე რუსეთუმეობას რომ გვაბრალებს და „ევროპულად“ ჭკუას გვასწავლის, ეგეც მივაყურადოთ? საბჭოთა რუსეთში დაბრუნებას არავინ აპირებს, მაგრამ ის, რაც დასავლეთშიც მიუღებელია, ჩვენთვის რატომ უნდა იყოს მისაღები? იმიტომ რომ ვიღაცას სჭირდება? ქვეყანა მივუშვათ ომში, იმიტომ რომ უფრო დიდი ომია მოსაგები? მმართველმა გუნდმა უნდა დათმოს ხელისუფლება არჩევნების მიუხედავად, იმიტომ რომ „ძველი-ახალი“ ხელისუფლება ყველა დაკვეთის შემსრულებელია? სად არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები? სად არის ხალხი? თუ მას ვინ ეკითხება. ყველა ქვეყანა უპირატესად თავის ინტერესებს უფრთხილდება და სწორადაც. ჩვენ რატომ არ გვაქვს ამის უფლება?

დღეს დიდ საჭადრაკო დაფაზე მიდის სახიფათო თამაში. რთული სვლები კეთდება და მოგებისთვის ბევრი პაიკი შეეწირება. მოთამაშე ჩვენ არ ვართ, მაგრამ შეწირული პაიკი შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს. ამიტომ, დღეს არც პოლიტიკური კეკლუცის, არც მოდას აყოლის და არც „ფეისბუქცნობადობის“ ზრუნვის დროა. დღეს სიფრთხილე და გონიერებაა საჭირო, რომელსაც სიცოცხლის ფასი აქვს. იმაზე რთულია ვითარება, ვიდრე ეს გარედან ჩანს ან ჩვენს განცხადებებში იკითხება. სამწუხაროდ, სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია. მთავარია, ამის საჭიროება არ დადგეს და ომი მშვიდობით შევცვალოთ,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 17 აპრილს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლ...

საზოგადოება 1713294000

გვარამია
„იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის - სიგიჟე არ მთავრდება კარგად“ - ნიკა გვარამია

რას შვრებიან, სრულიად გაუგებარია. არაფერი არ ხდება ისეთი, როცა ძალის გამოყენება ლეგიტიმური იქნებოდა. იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს. სრული სიგიჟეა და სიგიჟე არ მთავრდება კარგა...

პოლიტიკა 1713293887

ლევან იოსელიანი
"მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები" - ომბუდსმენი

 "მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები", - ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს ეხმაურება. საქ...

პოლიტიკა 1713293696

ბორის ჩელე ყურუა
„ხმოვანი სიგნალის გარეშე შემოვარდნენ, ალყა შემოგვარტყეს და გვცემეს“ - ბორის ჩელე ყურუა

„ყველანაირი ხმოვანი სიგნალის გარეშე შემოვარდნენ, ალყა შემოგვარტყეს, შემოვიდნენ და გვცემეს“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი ბორის ჩელე ყურუა „პირველებთან“ საუბრობს. ყურუას თქმით, მშვი...

პოლიტიკა 1713293558

მეთიუ მილერი
„გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას“ - სახ.დეპის მეშვიდე განცხადება რუსულ კანონზე

 აშშ-ის სახელმწიფოს მორიგი, რიგით მეშვიდე განცხადება რუსულ კანონზე - მეთიუ მილერი ამბობს, რომ  კვლავ გამოხატავს შეშფოთებას რუსული კანონის პარლამენტში ინიციირებასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი ეხმაურება...

პოლიტიკა 1713293416

დაკავება რუსთაველზე
“დამიჭირეს ყლეწბმა” – “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია დააკავეს

სამართალდამცავებმა “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაია დაკავეს. ამის შესახებ გელა ხასია თავად წერს სოციალურ ქსელში. დამიჭირეს ყლეწბმაპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ლელოს” გენერალური მდივანი,...

პოლიტიკა 1713293325